შსს უსამძიმრებს პატრულ-ინსპექტორ გიორგი თექთუმანიშვილის ოჯახს
სამართალი - 19:29, 02 Jan, 2013     746
დაკარგა მართვა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ქვეითად მყოფ თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ -ინსპექტორ გიორგი თექთუმანიშვილს და ასევე ქვეითად მყოფ მოქალაქე გიორგი გიგაურს დაეჯახა, რის შემდეგაც, "ბმვ "-ს მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით, გიორგი თექთუმანიშვილი გადაყვანილი იქნა აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, ხოლო გიორგი გიგაური გადაყვანილი იქნა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა ამჯერადაც მძიმეა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იმავე დღეს, თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, გიორგი თექთუმანიშვილის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის V ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დადგენილი იქნა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მომხდენი მძღოლი კარლო თ. რომელმაც დაკითხვისას აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რის საფუძველზეც, იგი დაკავებული იქნა.



აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ გიორგი თექთუმანიშვილს ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც თავად იმავე ადგილას, სხვა ავტოავარიის შემთხვევის ოქმს აფორმებდა.

როგორც გაირკვა, შეშელიძის ქუჩაზე ორივე ავტოავარია სავალი ნაწილის მოყინვამ გამოიწვია.

გამოძიებით ირკვევა, რომ გიორგი თექთუმანიშვილმა მის მეწყვილესთან ერთად, და ასევე , ამ რაიონში მოძრავმა სხვა საპატრულო ეკიპაჟებმა , მოყინული გზის შესახებ, შესაბამისი რეაგირების მოხდენის მოთხოვნით, მერიის ცხელ ხაზს 6- ჯერ აცნობეს, თუმცა მერიის შესაბამის სამსახურს არცერთ შეტყობინებაზე რეაგირება არ მოუხდენია.

შეშელიძის ქუჩის ამ მონაკვეთზე, ღამით, მხოლოდ 2 საათის განმავლობაში ავტოავარიის 3 შემთხვევა დაფიქსირდა.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო იძიებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42