სამართალმა იზეიმა და სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო - პრემიერი
სამართალი - 11:21, 23 Oct, 2014     1473

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართალმა იზეიმა.

"გუშინ ქართულმა საზოგადოებამ იხილა სასამართლოს გადაწყვეტილებები ძალიან მძიმე საკითხთან დაკავშირებით, ეს იყო ნავთლუღის საქმე, გახმაურებეული საქმე, როდესაც მოხდა სამი უდანაშაულო ადამიანის, ახალგაზრდის ჩაცხრილვა პირდაპირი მნიშვნელობით. ეს იყო სისასტიკე, რომელიც გამოვლინდა იმ დროინდელი ხელისუფლების მხრიდან. საბედნიეროდ, სამართალმა იზეიმა აქ და სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ წინა ხელისუფლების დროს - მე არ მინდა ამაზე საუბარი, თუმცა აქ ობიექტურობა მოითხოვს, რომ შეფასდეს კიდევ ერთხელ, თუ რასთან გვქონდა საქმე - საქმე გვქონდა მკვლელობებთან, წამებასთან, ადამიანების ტანჯვასთან, გაუპატიურებასთან და ა.შ. კიდევ ერთხელ მე მინდა, შევახსენო ამ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად თესავენ სტრესს და ქაოსს საზოგადოებაში, ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ეს დანაშაულებრივი რეჟიმი და ეს სისტემა, რომელიც ებრძოდა საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარ სახელმწიფოს და ქვეყანას, წარსულს ჩაბარდა. ახლა არის დრო, რომ ჩვენ გავარკვიოთ თუ ეს პოლიტიკოსები, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან ჩვენი ოპონენტები, დგანან, რჩებიან ამავე პოზიციაზე, რჩებიან ამ მწამებლების, მკვლელების დამცველებად, კი ბატონო, ეს მათი არჩევანია, მაგრამ ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას განვაცხადოთ, რომ ჩვენ, ამ შემთხვევაში, ასეთი ტიპის ოპონენტებთან საქმე არ გვექნება",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42