სოფელ მოხეში დაკავებულ 14 პირს ბრალს დღეს წაუყენებენ
სამართალი - 10:40, 23 Oct, 2014     1598

ადიგენის სოფელ მოხეში დაკავებულ 14 ადამიანს ბრალს დღეს წაუყენებენ. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ახალციხის პოლიციის სამმართველოსთან მთელი ღამის განმავლობაში ადიგენის რაიონის 11 სოფლის მცხოვრებლები იმყოფებოდნენ. რამდენიმე ადამიანი კვლავ შენობასთან რჩება.

ადგილობრივი მუსლიმები აცხადებენ, რომ პოლიცია დაკავებისას რამდენიმე ქალბატონს ფიზიკურად შეეხო და მათი უფლებები დაარღვია.

ისინი დაკავებულთა გათავისუფლებასთან ერთად, სოფელ მოხეში სადავო შენობის კვლავ მეჩეთად გადაკეთებას ითხოვენ. შენობას კი ათწლეულების განმავლობაში კულტურის სახლის სტატუსი ჰქონდა. ამჟამად იქ შენობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მისი ბიბლიოთეკად გადაკეთება იგეგმება.

სწორედ სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას მოჰყვა დაპირისპირება სოფელ მოხეში გუშინ ადგილობრივ მუსლიმებსა და პოლიციას შორის. 14 ადამიანი პოლიციასთნ დაპირისპირების შემდეგ დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის, სამი კი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით - პოლიციის მიმართ ჯგუფური წაინააღმდეგობისთვის დააკავეს.

დაპირისპირების მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სარემონტო სამუშოები გაგრძელდება და შენობაში ბიბლიოთეკა განთავსდება.

ეს საკითხი განიხილეს სოფელ მოხეში ინციდეტის ამოწურვის შემდეგ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა. მათი განცხადებით, არ სურთ მუსლიმ მოსახლეობასთან დაპირისპირება. თუმცა ამბობენ, რომ მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი არიან, რადგან ერთი მეჩეთი სოფელში უკვე არსებობს. მართლმადიდებელი მოსახლეობის აზრით, შენობაში ბიბლიოთეკის განთავსება საკუთესო გადაწყვეტილებაა, რადგან ასეთი დაწესებულება სოფელს სჭირდება და ბიბლიოთეკით, რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, ყველა ერთნაირად ისარგებლებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42