შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება მოსამართლეს - საქალაქო სასამართლოს განცხადება
სამართალი - 20:21, 22 Oct, 2014     3907

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა, შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

"2014 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა ახალაიას და სხვათა მიმართ განაჩენის სარეზულუციო ნაწილი გამოაცხადა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საქმის განმხილველმა მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრ აკაკი მინაშვილისგან მობილურ ტელეფონზე შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება მიიღო. ასევე სოციალურ ქსელში კანონმდებლის გამონათქვამები გასცდა ეთიკის საზღვრებს.

თბილისის საქალაქო სასამართლო გმობს და სასამართლოს დისკრედიტაციად აფასებს მომხდარ ფაქტს. პარლამენტის წევრი ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელსაც მოეთხოვება სამაგალითო ქცევა და სასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემა. სასამართლოსთვის კრიტიკა მისაღებია მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოში და შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების გზით.
სასამართლო ხელისუფლება მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადებებისაგან, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედება."- აღნიშნულია განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42