რას ნიშნავს, რომ მამაკაცი არის თავი ოჯახისა
შენი რეპორტაჟი - 16:51, 22 Oct, 2014     4503

ნებისმიერი სწავლება, რასაც გამოთქვამს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, არის ბიბლიაზე დაფუძნებული. ბიბლიის სწავლება კი, წვდება ნებისმიერ სფეროს და რა თქმა უნდა არც ოჯახის თემა არის გამონაკლისი. მეტიც, ქრისტიანობა, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა ადამიანს, როგორც პიროვნებას აყენებს, აძლევს და განუსაზღვრავს მას კონკრეტულ დამახასიათებელ ნიშნებს.ამ ნიშანთაგან, ერთ-ერთი უპირველესი არის სქესი. სქესი კი არსებობს ორგვარი: მამრობითი და მდედრობითი. თითოეულ სქესს კი აქვს თავისი კონკრეტული დამახასიათებელი ნიშნები, მაგ. მამრობითი სქესი გამოირჩება უფრო მეტად ძალით, მდედრობითი კი უფრო მეტად სუსტია ფიზიკურად, ხოლო სადაც მამრობითი სქესია სუსტი, იქ მდედრობითია ძლიერი. ასე რომ უფლისაგან ისეა შექმნილი, რომ ეს ორი სქესი ერთმანეთს ავსებს და ქმნის ერთ მთლიანობას, ხოლო მათი გამაერთიანებელი, აუცილებლად უნდა იყოს სიყვარული და შედეგად ვიღებთ ოჯახს.

ოჯახში კი, ისევე როგორც ყველა სტრუქტურაში, ყველას თავისი დანიშნულება აქვს, იმისდა მიხედვით, თუ რისი გაკეთება შეუძლია ოჯახისთვის. მაგ. კაცს, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეუძლია ოჯახის დაცვა, საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარება, ქალს კი შეუძლია უფრო დიდი დრო დაუთმოს ოჯახის წევრების მოვლას, და შიგნიდან ზრუნვას ოჯახზე, თუმცა ეს მხოლოდ ზოგადი მოცემულობაა სქესის თვისებებიდან გამომდინარე და არანაირად არ ნიშნავს და არ კრძალავს იმას, რომ რაღაც შემთხვევებში მოხდეს ადგილების გაცვლა, და ქალმა, ან კაცმა მეტი პასუხისმგებლობა აიღოს თავზე.

ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ არათუ მარტო ოჯახში, ან რომელიმე სტრუქტურაში, არამედ ზოგადად ბუნებაში არსებობს იერარქიის ცნება, ნებისმიერი არსება ექვემდებარება იერარქიას. ეს არის მოცემულობა, რომელსაც ვერავინ ვერ გაექცევა. სადაც არ არის იერარქია იქ ანარქიაა! სწორედ ეს იგულისხმება იმაში, რომ კაცი არის თავი ოჯახისა, მხოლოდ და მხოლოდ იერარქიული პრინციპი და არა რაიმე დამსახურებით. ანუ მან ასე უნდა გაუწიოს სამსახური თავის ოჯახს. იმ პრინციპით, როგორც ნებისმიერი სტრუქტურის მმართველი, დესპოტური მმართველი კი არ უნდა იყოს, არამედ მოსამსახურე თავისი ქვეშევდომებისა. ასე რომ ოჯახის თავობა არ ნიშნავს იმას, რომ მას ჰყავდეს მოსამსახურეები, ოჯახის დანარჩენი წევრების სახით.

სამწუხაროდ ასეთი მოსაზრება და ამ ქრისტიანული სწავლების ასეთი მახინჯი გაგება, ნამდვილად არსებობს. თუმცა როდესაც ეკლესია ზემოთხსენებულ სწავლებას ქადაგებს, გულისხმობს სწორედ იმას რაც ზემოთ დავწერე.ხოლო თუკი ვინმეს ეს სათავისოდ ესმის, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრალია და ეკლესიის დადანაშაულებაც უადგილოა.

ზემოთხსენებული სწავლებაც (მამაკაცის ოჯახის თავობასთან დაკავშირებით,) ყოველთვის როდია ძალაში , არამედ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ოჯახის წევრების ასეთი იერარქიული ურთიერთობა, დაფუძნებულია და განპირობებულია სიყვარულით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ზოგიერთები მართლები აღმოჩნდებოდნენ, დაკნინებული იქნებოდა ქალის უფლებები, ქალის, როგორც პიროვნების თავისუფლება, (ადამიანის თავისუფლებას კი ეკლესია ყველაფერზე წინ, პირველ რიგში აყენებს). ხოლო კაცი რატომღაც იქნებოდა დიქტატორი, რომელსაც უნდა დაუჯერონ და ემსახურონ.

არაფერი მსგავსი რეალურად არ არის ამ სწავლებაში, მეტიც, კაცის თავობა ოჯახში, ბიბლიური პრაქტიკის მიხედვით არ არის უპირობო, ჩვენ ვნახავთ ბიბლიაში ფაქტებს, როდესაც ღმერთი მამაკაცს მოუწოდებს დაემორჩილოს თავის ცოლს მაშინ, როდესაც იგი(მამაკაცი) თავის სიმაღლეზე არ დგას.

მინდოდა ცოტა მაინც გადმომეცა და განმემარტა თუ რას გულისხმობს ღვთაებრივი სწავლება და მისი გამომთქმელი სასულიერო თუ საერო პირი, როდესაც საუბრობს მამაკაცის იერარქიულ(და არა პიროვნულ) უპირატესობაზე დედაკაცთან შედარებით. მათთვის ვინც ამ სწავლებას სათავისოდ იყენებს და არგუმენტად ეკლესია მოჰყავს და მათთვისაც, ვინც ამ სწავლებას ქალთა დისკრიმინაციად მიიჩნევს და ამის გამო საეკლესიო იერარქებს ლანძღავს, ამ უკანასკნელთ კი ვურჩევ, რომ თუ ასეა საკითხი, მაშინ გეყოთ გამბედაობა და პირდაპირ ღმერთი გალანძღეთ, იმიტომ რომ სწავლება ღვთაებრივია და იერარქი მხოლოდ გამომთქმელია ამ სწავლებისა და არა თავისი პირადი აზრებისა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42