გაურკვეველი სიმართლე - 27 წლის კაცი ეტლს ციხეში ცემის შედეგად მიეჯაჭვა?
სამართალი - 16:24, 22 Oct, 2014     3320

ოჯახისა და ადვოკატის მტკიცებით, 27 წლის მალხაზ ტოტოლაშვილი, რომელიც დაკავებისას სრულიად ჯანმრთელი იყო, ახლა ეტლსაა მიჯაჭვული და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ეს ყველაფერი კი ციხეში ცემის შედეგია.

სასჯელაღსრულების სამინისტროში ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ ბრალდებულისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია.

პატიმრის დედის ვერსია ასეთია: 2014 წლის 23 აგვისტოს მარიხუანას განმეორებით მოხმარების ფაქტზე 27 წლის მალხაზ ტოტოლაშვილი დააკავეს და გლდანის მე-8 დაწესებულების წინასწარი პატიმრობის იზოლატორში მოათავსეს. იმავე ღამეს იგი ციხის უფროსის მოადგილემ და რეჟიმის უფროსმა სცემეს. მეორე დღეს, 24 აგვისტოს, ბრალის დადასტურებისას პროცესზე პატიმარმა ცემის შესახებ საჯაროდ განაცხადა და ეს ყველაფერი სასამართლოს ოქმშიც ჩაიწერა.

იმავე დღეს, როდესაც პატიმარი უკან, გლდანში დააბრუნეს, უარესად სცემეს. ციხის უფროსის მოადგილეს და რეჟიმის უფროსს ახლა უკვე ბადრაგის 7 წევრი ეხმარებოდა. დედის , ირინა იჩქიტიძის მტკიცებიტ, მალხაზ ტოტოლაშვილი სწორედ მაშინ „მოწყდა წელს ქვემოთ“

ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ სასჯელარსრულების სამინისტროში და აცხადებენ , რომ მალხაზ ტოტოლაშვილი დაკავების მომენტში უკვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იყო და გლდანის მე-8 დაწესებულებაში განთავსების დროს დაფიქსირდა როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, მან კი მე-8 დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. შემდგომ ის გადაყვანილი იქნა ბათუმში სადაც ასევე არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემა არ ყოფილა.

ტოტოლაშვილის ადვოკატის ვახტანგ თალაკვაძის განცხადებით, ის თავისუფლად დადიოდა და დაკავებისას დაწესებულებაში თავისი ფეხით შევიდა.

"სამედიცინო დოკუმენტაციით დადგენილია, რომ დაზიანებები ცემის შედეგად აქვს მიღებული,ყველ;აზე მთავარი კი ისაა რომ ძიების პროცესში პატიმარი, 400კილომეტრით შორს წაუყვანეს. რა უნდოდა ბათუმში, როცა არც დანაშაული მომხდარა იქ, არც იქაურია და არც საქმის ძიება არ იყო დასრულებული"

ტოტოლიშვილისთვის განაჩენი 21 ოქტომბერს უნდა გამოეტანათ , თუმცა სასამართლო პროცესზე იგი ვერ გამოცხადდა და სხდომა 30 ოქტომბრამდე გადაიდო. არგამოცხადების მიზეზი იყო ის რომკ პატიმარი თბილისში წამოყვანას სპეციალური სამედიცინო ავტომობილით ითხოვდა და მას თხოვნაზე უარი ეთქვა.


მომზადებულია გაზეთ "რეზონანსის" მიხედვით





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42