ბუგიანიშვილს აქვს დავალება, რომ მთელი ჩვენი ოჯახი ციხეში ჩასვას - ნადარეიშვილი
სამართალი - 16:03, 22 Oct, 2014     1522

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებით, მოსამართლე ბუგიანიშვილს დავალება აქვს მიცემული იმასთან დაკავშირებით, რომ „მთელი მათი ოჯახი ციხეში ჩასვას“. ეს განცხადება ნადარეიშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:

„ბესიკ ბუგიანიშვილი არის მოსამართლე, რომელმაც უკანონო გადაწყვეტილება მიიღო დათა ახალაიას საქმეში და მას მიუსაჯა უფლებამოსილების გადამეტება 4 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც საბერძნეთის სასამართლომ სცნო უკანონოდ. მან დღეს გაასამართლა ბაჩო ახალაია არარსებული - წამების მუხლით; იგი ასამართლებს ასევე ჩემს ძმას ვაკო ნადარეიშვილს; მას პირადად აქვს მიღებული დავალება და იგი მოექცა ამ ზემოქმედების ქვეშ და რატომღაც შეშინდა. იმედი მქონდა, რომ ის არ გატყდებოდა, მაგრამ მას პირდაპირ აქვს დავალება, რომ მთელი ჩვენი ოჯახი ჩასვას ციხეში“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ბაჩო ახალაიას ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მასთან ერთად ბრალდებულ ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს 11-11 წლით, ხოლო ძებნილ მეგის ქარდავას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42