
რენე ზელვეგერმა თავის თაყვანისმცემლებს მისი გარეგნობის რადიკალური ცვლილების მიზეზები აუხსნა.
რენე ზელვეგერის განცხადებით ის ძალიან გააოცა, მისი გარეგნობის ირგვლივ ატეხილმა ხმაურმა, მისი თქმით ის ამ სურათებში არაჩვეულებრივს ვერაფერს ვერ ხედავს და მისმა გარეგნობამ ცვლილება წლების გამო განიცადა. ამასთანავე მან უარყო გავრცელებული ხმები პლასტიკური ოპერაციების შესახებ.
„ მე მიხარია, რომ ადამიანების აზრით მე სხვანაირად გამოვიყურები, მე ვცხოვრობ სხვა, ბედნიერი ცხოვრებით, რომლისგანაც უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, ალბათ ეც ცვლილება აისახა გარეგმობაზეც“- განაცხადა 45 წლის ზელვეგერმა.
რენე ზელვეგერი ოსკაროსანი მსახიობია, მან ჯილდო ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის მიიღო, ფილმში „ცივი მთა“.
ყველაზე დიდი წარმატება და ცნობადობა კი, მას „ბრიჯიტ ჯონსის დღიურმა“ მოუტანა. ამ ფილმის პირველი და მეორე ნაწილის გამო რენე ზელვეგერს ორჯერ მკვეთრად გასუქება და გახდომა მოუწია, რაც მის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახა.




მასალის გამოყენების პირობები






