საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ადვოკატები აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. აღნიშნული სასამართლო პროცესით ახალიას საქმის განხილვა ნავთლუღის სპეცოპერაციის ეპიზოდზე დასრულდა. საქმეში მეგის ქარდავა, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი ფიგურირებდნენ.
ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს მოსამართლემ 11-11 წელი მიუსაჯა. ძებნილ მეგის ქარდავას კი 7 წელი და 6 თვე. განაჩენის გამოცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზშიც და დარბაზის გარეთაც ხმაური მოჰყვა:
ნავთლუღის საქმეზე მიმდინარე სასამართლოზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ კომენტარი მხოლოდ მაზმიშვილის ოჯახის წევრებმა გააკეთეს.
გიორგი მაზმიშვილის დედის მარინა მაზმიშვილის განცხადებით მისი შვილი ბაჩო ახალაიას მეგობრობის გამო დაისაჯა.
„ერთი შვილი მყავდა და დავკარგე მე დასაკარგი არაფერი აღარ მაქვს, ჩემი შვილი იმიტომ დაისაჯა რომ ბაჩო ახალაიას კურსელი და მეგობარი იყო, დანარჩენი სხვა არაფერი, ისე გამწარდნენ, როგორც გავმწარდი მე ამ წუთიდან , ვარ შვილდაკარგული დედა“- განაცხადა მარინა მაზმიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






