პრემიერის სახლთან დაკავებული 6 პირის სასამართლო დღეს გაიმართება
სამართალი - 10:02, 22 Oct, 2014     1444
დღეს გაირკვევა, თუ რა სახის ადმინისტრაციულ სახდელს დააკისრებს მოსამართლე პრემიერის სახლთან გამართულ აქციაზე დაკავებულ 6 პირს. პროცესი საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

5 პირს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის აქვს ბრალი წაყენებული. მათ შორისაა, ტელეკომპანია „ტაბულას“ ფოტორეპორტიორი ალექსანდრე გიორგაძე. კიდევ ერთ პირს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატს, რომეო საჯაიას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

დღევანდელ პროცესზე იგეგმება დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ვიდეო კადრების გამოკვლევა. დაკავებულების ადვოკატების განცხადებით, ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობის და დაკავების პოლიტიკური მოტივის დამტკიცებას შეძლებენ.

19 ოქტომბერს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან მეშვიდე დაკავებულს, ლევან კვარაცხელიას სასამართლომ 21 ოქტომბერს უკვე შეუფარდა 5 ათას ლარიანი გირაო სამართალდამცველების წინააღმდეგობისთვის. კვარაცხელია ერთადერთია, ვის შემთხვევაშიც საქმე არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

პრემიერის სახლთან ბაჩო ახალაიას მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. აქციის მიმდინარეობისას ქუჩაში გამვლელებსა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც პოლიციამ აქციის მონაწილე 7 პირი დააკავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42