მედიკოსები ცალსახად აცხადებენ და მოუწოდებენ, ადამიანებს რაც შეიძლება ხშირად გაიღიმონ და იცინონ.
სტატისტიკის თანახმად, ადამიანთა 30 % ამათუიმ სახის დეპრესიით იტანჯება. დეპრესიის დასაძლევად კი კველაზე კარგი საშუალება სწორედ სიცილია. მედიკოსების გვირჩევენ, რომ ყოველ დილით, საუზმისას განსაკუთრებული მიზეზის გარეშე დაავიწყოთ სიცილი. თავიდან ეს შესაძლოა ცოტათი უხერხული იყოს, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ეს სავსებით ბუნებრივად მოხდება. ორგანიზმი ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას დაიწყებს და ხასიათიც მკვეთრად გაგიუმჯობესდებათ.
სიცილის იოგის სპეციალური სავარჯიშოებიც კი არსებობს:
ყოველ დილით, აბაზანაში შესვლისას სარკეში თქვენს გამოსახულებას გაუღიმეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ და ხელები თავს ზემოთ ასწიეთ, ამოსუნთქვისას კი ხელები დაბლა დასწიეთ. ეს ვარჯიში შეგიძლიათ რამდენჯერმე გაიმეოროთ.
შეეცადეთ გაიცინოთ დახურული პირით. შემდეგ გაიღიმეთ და დაიწყეთ რაც შეიძლება ხმამაღალი სიცილი.
თუ კომპლექსური სავარჯიშოებისთვის დრო არ გაქვთ, უბრალოდ ღრმად ჩაისუნთქეთ და გაიცინეთ. თქვენ მაშინვე თავს უკეთ იგრძნობთ.
მედიკოსების თქმით, სიცილის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ სიცილის დროს ორგანიზმი ჰაერით მდიდრდება. ამას გარდა, სიცილის დროს 80-მდე კუნთი მუშაობს. კისრისა და ზურგის კუნთები დუნდება, ხოლო სახის კუნთები იჭიმება. სახის კუნთების დაჭიმვას კი თავის ტკივილის გაყუჩებაც შეუძლია.
სიცილი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც დადებითად მოქმედებს. სიცილის დროს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა, გულის რიტმი, სუნთქვა და ქოლესტერინის დონე სტაბილურდება.
დამტკიცებულია, რომ 20 წამი სიცილი 5 წუთ სპორტულ სირბილს უტოლდება. ხოლო 1 წუთი სიცილი 45 წუთ მედიტაციას უდრის.
სიცილი ასევე შესანიშნავი იმუნური სისტემის სტიმულატორია. ადამიანები, რომლებიც ხშირად იცინიან, ინფექციური დაავადებებით ნაკლებად ავადდებიან.
და ბოლოს, ადამიანები, რომლებიც იუმორის გრძნობით გამოირჩევიან არა მხოლოდ ჯანმრთელები, არამედ პროფესიულ და პირად ცხოვრებაშიც წარმატებულები არიან.
ასე რომ, ყველანაირ სიტუაციას იუმორით შეხედეთ და იყავით ბედნიერები.
მასალის გამოყენების პირობები






