წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს საქართველოში!
საზოგადოება - 02:54, 01 Jan, 2013     690
- ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობისადმი თავის საახალწლო მილოცვაში.


,,საყვარელო სულიერო შვილებო! ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. მთავარი ის არის, რომ ცვლილება ჩვენი, გარდაქმნა იყოს სიკეთისკენ. გულითადად გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს საქართველოში. განსაკუთრებით ვულოცავ მკვიდრთა საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. უცხოეთში მცხოვრები ქართველები ღმერთმა მალე დააბრუნოს სამშობლოში. მე განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ შობა-ახალ წელს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ხალხს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ბედნიერება მხოლოდ ჩვენს ერთობაშია. ერთად უნდა ვიყოთ და ვიქნებით ბედნიერები.


რა არის ბედნიერება? ბედნიერება - ეს არის უპირველეს ყოვლისა რწმენა და სიყვარული ღვთისა. სიყვარული მამულისა, სამშობლოს სიყვარული. სამშობლო - ეს არ არის მხოლოდ მიწა და წყალი ჩვენი. ეს არის წინაპრები, ეს არის წინაპრების სისხლით მორწყული მიწა. ეს არის ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და მომავალი. არ უნდა მოვწყდეთ ფესვებს ჩვენსას. ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია თვითონ ჩვენზე. უნდა გვიყვარდეს მშობლები. ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ გავახაროთ ჩვენი მშობლები და ჩვენი ოჯახის წევრები. უნდა ვხედავდეთ ხალხის გაჭირვებას და მათ უნდა დავეხმაროთ. აი, ამაში არის ბედნიერება ადამიანის. რასაც თქვენ გააკეთებთ სხვისთვის, ის ათმაგად და ასმაგად დაგიბრუნდებათ თქვენ. მე შევთხოვ უფალს, რომ უფალი იყოს თქვენი მფარველი.


მე განსაკუთრებით მივმართავ ჩვენს ხელისფულებას, იქონიეთ ერთსულოვნება. გახსოვდეთ, რომ თქვენს უკან ჩვენი სამშობლოა, ჩვენი ხალხია. გაჭირვებულ ხალხს დაეხმარეთ.


და ბოლოს ჩვენ ავდგეთ ყველანი ფეხზე და მოისმინეთ დალოცვის ლოცვა: ,,გარდამოიხილე ზეცით ღმერთო და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე რომელ დაასხა მარჯვენამან შენმან. ამინ!"


პატრიარქმა ყველას მოუწოდა, ახალი წლის ღამეს მიბრძანდნენ მშობლებთან, დედასთან და მამასთან, ემთხვიონ ხელზე და მიიღონ მშობლებისგან ლოცვა-კურთხევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42