მნიშვნელოვანი 2012 - ის მიმოხილვა წლის ბოლო კვირაში
პოზიცია - 17:15, 31 Dec, 2012     1061

 

ყველაზე მნიშვნელოვანი 2012 წლის  პოლიტიკურ აქტივში მაინც  1 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნები ჩაიწერება, რომლის შედეგად საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად გახდა შესაძლებელი ხელისუფლების დემოკრატიული არჩევნებით ცვლა.

ეს პირველი ოქტომბრის ერთი მხარეა.

საქართველომ დემოკრატიული არჩევნების კუთხით ნამდვილად ჩააბარა უმნიშვნელოვანესი ტესტი, რომელიც განვითარებულ სახელმწიფოთა მთავარი მახასიათებელია, მაგრამ განვითარებულ სახელმწიფოთათვის არსებობს ერთი უმთავრესი პრინციპი - ხელისუფლების შეცვლის პირობებში არ იცვლება საერთო-სახელმწიფოებრივი, ეროვნული ინტერესი და ის საერთოა ყველა პოლიტიკური ძალისთვის.

რა ბედი ელის საერთო ეროვნულ ინტერესს და მის წინაშე პასუხისმგებლობას, ამას დრო გვიჩვენებს - გარდა დემოკრატიული არჩევნებისა, გვამოძრავებს თუ არა საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესები და აქ უკვე, არა  მხოლოდ ხელისუფლებისა და პოლიტიკოსების, არამედ საზოგადოების პასუხსიმგებლობის საკითხიც დგება. ხელისუფლებაც და ხალხიც ერთნაირად ანგარიშვალდებულია სახელმწიფოს წინაშე. ამაშია დასავლური დემოკრატიის ძირითადი არსი.

ეს ტესტი  საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სისტემას ჯერ კიდევ ჩასაბარებელი აქვს.

გარდა დემოკრატიული არჩევნებისა, რითი ეგებება ქართული პოლიტიკა ახალ 2013 წელს.

მასობრივი დაპატიმრებები, კოჰაბიტაცია, ამნსისტია და ყარს-ახალქალაქის რკინიგზა - ეს ის მნიშვნელოვანი თემებია, რომელიც პირველი ოქტომბრის შემდეგ ქვეყანას დღის წესრიგში დაუდგა, თუ ცოტა მსუბუქად შევხედავთ, ამ ნუსხას პრეზერვატივებზე ბუსუსების აკრძალვა ემატება, როემლიც ასევე დიდი მსჯელობის საგანი იყო 2012 წლის ახალ პარლამენტში.

 

ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოქცეულ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსანთა დაპატიმრებების ტალღას, რომელიც გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დიდი კრიტიკის საგნად იქცა, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რჩევის სახით ურთერთობების ფორმის შეთავაზება - კოჰაბიტაცია დაემატა, რომლის შესრულება აჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე, ცოტა უფრო რთული აღმოჩნდა.

 

შედეგობრიბად ჯერ კიდევ რთულად პროგნოზირებადი საკითხი - ამნისტია და ქვეყნისვთის არცთუ სასურველი პოლიტპატიმრების არსებობის აღიარება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აღიარა, თუმცა საბედნიეროდ, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროსაბჭოს შესაბამის ორგანოს ეს არ უღიარებია.

 

დიდი ვნებათაღელვის საგანი - ამნისტიის კანონი პრეზიდენტი ვეტო მიუხედავად, ძალაშია.

ქართულმა ოცნებამ საჭირო ხმებზე მეტი მოაგროვა და მიხეილ სააკაშილის აკრძალვა მაინც გადალახა. მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ციხიდან დამნაშავეების გამოშვებაზე მსჯელობდა, ქართული ოცნება ხმებს აგროვებდა, მთავრობის დამტკიცების შემდეგ კოალიციას პარლამენტში 82 დეპუტატი ჰყავდა, ვეტოს დასაძლევად კი ხმა 91 მისცა, ანუ პლიუს 9 ხმა ქართულ ოცნებას და პრეზიდენტის ერთადერთი გზა შეაჩეროს ამნისტია, დაძლეული იყო.

 

კონსტიტუციით მინიჭებული ვეტოს უფლება შევარდნაძემ პირველად დ აუკანასკნელად 2003 წლის 20 მარტს იმ კანონპროექტის მიმართ გამოიყენა, რომელიც პენსიის 3, ხოლო ხელფასის 5 ლარით გაზრდას შეეხებოდა, მაშინ საქართველოს პარლამენტში უმრაველსობა აღარ არსებობდა, ამიტომ ვეტოს დაძლევა ვერ მოხერხდა, 2012 წლის 28 დეკემბერი კი ქართული აპრლამენტარიზმის ისტორიაში სწორედ იმის გამო შევა, რომ საკანონმდებლო ორგანომ პირველად ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტს საკუთარი ძალა უჩვენა.

 

,,ეს არის დღე, როდესაც სრულდება ერთპიროვნული მმართველობა ქვეყანაში და როდესაც პარლამენტი იბრუნებს საკუთარ ადგილს’’ -  განაცხადა უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა.

 

,,ეს არის პარლამენტი, რომელსაც აქვს თავისი ძალა, ღირსება, თავმოყვარეობა, დაიცვას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დაიცვას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ღირსება და დაიცვას ჩვენი ქვეყანა იმ სირცხვილისაგან, რომელსაც სააკაშილის გამო ქვეყანას 9 წელიწადია გადააქვს’’- აცხადებს ამნისტიის პროექტის ერთ-ერთი ავტორი ეკა ბესელია.

სირცხვილის თემა მიხეილ სააკავშილის იმ გამოსვლაში ფიგურირებდა, რომელიც მან პარლამენტის ვეტოს დაძლევიდან რამდენიმე წუთში გააკეთა,

,,მე გადავწყვიტე მოგმართოთ დღევანდელ საპარლამენტო კენჭისყრასთან დაკავშირებით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, სამარცხვინო ფურცლად ჩაიწერება ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში’’.

 

საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას იმ პიროვნებების მიმართ იყენებდა, რომელებსაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა, ჯაშუშობა, ამბოხება და ტერორისტული აქტების მოწყობა ედებოდათ ბრალად, ასევე პრეზიდენტი არ ეთანხმებოდა ამნისტიის კანონპროექტში იმ მუხლების შეტანას, რომლებიც სექსუალური ხასიათის დანაშაულებებსა და გარყვნილ ქმედებებს შეეხებოდა. პრეზიდენტის შენიშვნები პარლამენტმა არ გაიზიარა, შედეგად საპატიმროებიდან პოლიტპატიმრის სტატუსის მატარებელი 200-მდე ადამიანი, ასევე გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული რამდენიმე ათეული პირი გათავისუფლდება,

,,საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ამ ვეტოს გადალახვა, და ამდენად სრული პასუხისმგებლობა აიღო ფუნდამენტურად ანტისახელმწიფოებრივ საშიშ აქტზე, როემლიც ხორციელდება ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების და ჩვენი საზოგადოების მიმართ’’- ასეთი შეფასება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

საკითხის ამგვარად ფორმულირების შემთხვევაში, კონსტიტუციის თანახმად ამ კანონპროპექტის შეჩერების კიდევ ერთი, სამრთლებრივი ბერკეტი რჩება,

,,ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, იმ მოტივით, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება კოსტიტუციას, ეს არის ე.წ. აბსტრაქტული კონტროლი და პრეზიდენტმა უნდა მიუთითოს კონსტიტუციის ის მუხლი, რომელსაც ეწინააღმდეგება ეს კანონი’’- გან მარტავს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.

 

,,ერთანი ნაციონალური მოძრაობის’’ გენერალური მდივანი მოვლენების ამგვარ განვითარებას გამორიცხავს,

,,არის სხვადასხვა ინიციატივები ხელისუფლების მხრიდან, რომელთა ნაწილიც მე ვიცი, რომ გასაჩვრდება საკონსტიტუციო სასამართლოში, რდაგან ეს კანონები შეიძლება თავისთავად იქნას არაკონსტიტუციურად ცნობილი, თორემ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე რამდენადაც ვიცი, ეს არ გასაჩვრდება სკონსტიტუციო სასამართლოში’’- აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

 

ქვეყანაში საყოველთაო ამნისტიის დაწყების პროცესს ხელი იმ დეპუტატებმა შეუწყვეს, რომლებიც ამ მოწვევის პარლამენტში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ სახელით შევიდნენ.

 

დღეის მდგომარეობით პარლამენტში 147 დეპუტატია. თავდაპირველად კოალიცია ,,ქართულ ოცნებას’’ 85 მანდატი ჰქონდა, ხოლო მას შემდეგ, რაც სამ მაჟორიტარ კანდიდატს - თეა წულუკიანს, კახი კალაძესა და არჩილ კბილაშვილს უფლებამოსილებები შეუჩერდათ, უმრავლეოსბაში 82 დეპუტატი დარჩა.

 

,,ნაციონალურ მოძრაობას’’ პარლამენტში შესვლისას 65 მანდატი ჰქონდა, რომელთაგან 32 მაჟორიტატრი იყო, პარლამენტის ფუნქციონირების დაწყების პირველივე დღეს ,,ნაციონალების’’ მჟორიტარ კანდიდატებს 6 დეპუტატი გამოეყოთ, რომლებმაც უპარტიო დამოუკიდებელი ფრაქცია ჩამოაყალიბეს, მათ მაგალითს მალე მიბაძა წალკის მაჟრიტარმა, ის კონსერვატორების ფრაქციას შეუერთდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგებს ბოლოს კიდევ ორი მაჟორიტარი, გოჩა ენუქუძე და იაშა შერვაშიძე გამოაკლდნენ, ასე რომ ვეტოს დასაძლევი სჭირო 89 ხმის ნაცვლად, უმრაველსობამ 91 ხმა მოაგროვა.

 

,,ხელისუფლებამ პარაქტიკულად ამოწურა იმ ადამიანების რესურსი, რომლებმაც შეიძლება ვერ გაუძლეს ზეწოლას და გადავიდნენ ხელისუფლების მხარეს. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში არის კონკრეტული მუქარები, ხშირ შემთხვევაში ეს უკავშირდება ბიზნესს, სხვა შემთხვევაში ეს უკავშირდება ოჯახის წევრების ან ნათესავების სამართლებრივ დევნას ან მუქარას’’- აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის’’ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი.

 

დღევანდელ მმართველ გუნდს მაჟორიტარების მხარდაჭერა მომავალში ნამდვილად დასჭირდება. მიმდინარე კვირას პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება ქვეყნის მთავარ კანოში ცვლილებების შეტანას შეეხებოდა. ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის განხორციელებას კი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება.

 

,,კონსიტუტციის მიხედვით, ამას ჭირდება სრული შემადგენლობის 2/3 მაინც, არა 147-დან რაც დღეს არის რეალურად, არამედ 150-დან, რაც არის გათვალსიწინებული. ეს არის 100 დეპუტატი’’- განმარტავს ავთანდილ დემეტრაშვილი.

 

თუ ვეტოს დაძლევის შედეგს, ანუ 91 ხმას მივუმატებთ კიდევ 3 ხმას, რომელიც შესაძლოა ,,ქართულმა ოცნებამ’’ იმ მაჟორიტარულ ოლქებში მოიპოვოს, სადაც ხელახალი მაჟორიტარული არჩევნები გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს, გამოდის, რომ მათ პოლიტიკურ კურსს აპრილში 94 მხარდამჭერი ეყოლება, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ რიგებში კი ამ ეტაპზე 24 მაჟორიტარი რჩება და ნებისმიერი 6 კაცის გადაბირების შემთხვევაში საპარლამნეტო უმრავლესობა საკონსტიტუციო უმრავლესობად გარდაიქმნება.

 

ეს, რაც შეეხებოდა ამნისტიის შესახებ კანონს, მასზე დადებული პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას, მისთვის დეპუტატიების გადაბირების პროეცესს და პრემიერის ახალი ინისციატივისთვის საკონსტიტუციო უმრავლეოსბის მოპოვების სურვილებსა და შესაძლებლობებს...

 

მეორე და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი - საქართველოს დასავლეთთან დაახლოების კიდევ ერთი გზა, მაგრამ ახალი პრემიერ-მინისტრისთვის კითხვის ნიშნების შემცველი ბაქო-თბილისი-ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალი. ბაქოში ოფიციალური ვიზიტი და გაზის ტარიფის დაწევაზე მიღებული უარი.

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, რომელიც გასულ კვირას დიდი საერთაშრისო კამათის საგნად იქცა, პრემიერ-მინისტრის განცხადებთ დაიწყო. ბიძინა ივანიშვილისთვის, ყარსი-ახალქალქის მაგისტრალი კითხვებს ბადებდა და საკითხის დეტალებზე საუბარს ბაქოში ვიზიტისას გეგმავდა. როგორც სჩანს ივანიშვილს ბაქოში ყველა კითხვა მოუხსნეს და პრემიერმა მალევე შეცვალა თავისი დამოუკიდებულება.

 

თუმცა მანამდე, ბიძინა ივანიშვილისთვის სარკინიგზო მაგისტრალი ეკონიმკურ სარგებლიანობას უკავშრდებოდა, რომელიც პრემიერს საეჭვოდ მიაჩნდა და რკინიგზის მშენებლობის გადახედვის საკითხსაც სწორედ ამას უკავშირებდა.

 

არის თუ არა  ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა სასარგებლო ეკონომიკურად და პოლიტიკურად და რა არის მთავარი სარგებელი საქართველოსთვის?

ექსპერტებს, პოლიტოლოგებს და პოლიტიკოსებს თბილისში და ბაქოში თავისი არგუმენტები აქვთ.

 

ევროკავშირის დედაქალქის ბრიუსელის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით პრემიერი ბაქოში ჩავიდა, საზეიმო დახვედრისა და ჰეიდარ ალიევის ძეგლის პატივის მიგების შემდეგ, ივანიშვილს ჯერ საქართველოს მეზობელის, კასპიის ზღვის მდიდარი რესურსების მფლობელის სტრატეგიული ხედი უჩვენეს, რის შემდეგაც ოფიციალური შეხვედრები დაიწყო აზერბაიჯანის პრეზიდენტთან პრემიერთან და ეკონომიკურ გუნდთან, თუმცა შეხვედრებს წინ დაძაბული ფონი უძღვოდა, ივანიშვილი, რომელსაც რკინგზასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა, ამ საკითხის განხილვას ბაქოში ვიზიტის დროს აპირებდა,

 

,,ჩვენს პარტნიორებს რაღაცნაირად უნდა ავუხსნათ, რომ რაღაც ეტაპზე ეს შეიძლება ჩვენთვის არ იყოს სასარგებლო და დარეგულირება სჭირდება, ეს კი მარტივი არ იქნება, რადგან პროცესი უკვე დაწყებულია და მშენებლობა მიმდინარეობს, ამას დასაწყისში სჭირდებოდა ექსპერტების ჩართვა’’-ეს იყო პრემიერის განცხადება ბქოში ვიზიტამდე.

 

ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, ეს სტრატეგიული რეგიონალური პროექტი მშენებლობის დასრულებისთანავე გლობალურ მასშტაბს იძენს, ყარსი-ახალქალაქი იმ დიდი მაგისტრალის მცირე ნაწილია, რომელმაც ჩინეთი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, მან კონკურენცია ტრანსციმბირულ და საოკეანო მარშრუტებს უნდა გაუწიოს. საქართველოს პერსპექტივა ჩრდილოეთიდან სამხრეთის ღერძის ამოქმედებაა, ეკონომიკური და სატრასპორტო თვალსაზრისით, ეს არის სქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის საკვანძო ღერძი და კიდევ ერთ დერეფანი აზიისა და ევროპის დასაკავშირებლად რუსეთის გზის ავლით. ამიტომ მას უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. თავის დროზე ამ პროექტს რუსეთის გავლენით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, პრესაა წერდა, რომ რუსული და სომხური ლობის დახმარებით ამერიკის კონგრესმა საქართველოს მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსებაზე უარი თქვა, ამიტომ აზერბაიჯანმა საქართველოს, სარკინიგზო მაგისტრალის ასამაუშავებლად 120 მილიონი დოლარი გამოყო გრძელვადიანი უპროცენტო კრედიტის სახით,

 

,,ეს არის რკინიგზა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ რუსეთის გვერდის ავლით დავუკავშირდეთ ევროპას. განცხადება პრემიერ-მინისტრის კვლავ გვაშორებს ჩვენ ევროპიდან და გვაკავშირებს პირდაპირ კაბალური ურთეირთობებით რუსეთის ფედერაციას’’- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

გაცილებით უფრო მწვავე იყო აზერბაიჯანული პრესა, ,,ბაქო-თბილისი-ყარსი არის რეგიონული მნიშვნელობის პროექტი, ოფიციალურმა ბაქომ მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთზე მშენებლობისთვის 775 მილიონი დოლარი გამოყო, აზერბაიჯანი ყოველთვის ასრულებდა და დღესაც ასრულებს საერთაშორისო შეთანხმების ნორმებით ნაკისრ ვალდებულებებს და იგივე მიდგომას ელის პარტნიორებისგნაც’’- აზერბაიჯანული პრესა წერდა იმას, რაც ოფიციალური ბაქოს ერთგვარი გზავნილი იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის.

 

რასილ მუსაბეკოვი, მინი მეჯლისის წევრი ,,მან ჯერ კიდევ არ იცის საჯაროდ გამოთქმული სიტყვების ფასი, ვერ გააცნობიერა ჯერ, რომ სახელმწიფოს ხელმძღვანელი ხანდახან თავშეკავებული უნდა იყოს, თან თუ პასუხებში ბოლომდე გარკვეული არ ხარ, უნდა გაერკვე და ნაჩქარევი განცხადებები არ გააკეთო’’- ეს მილი-მეჯლისის წევრის რასილ მუსაბეკოვის შეფასება, რომელიც მან ივანიშვილის მისმართით განაცხადა.

 

ივანიშვილი-ალიევის შეხვედრის მთავარი თემაც სწორედ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა იყო. გადაწყდა, რომ პროექტი ისევ გაგრძელდება, თუმცა არ არის გამორციხული, რომ კომპანიებს, რომლების სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ, აუდიტორიული შემოწმება ჩაუტარდეს. საქარვთველოს პრემიერმა აზერბაიჯანში აღიარა, რომ პოლიტიკურად გაუმართავად გამოუვიდა. და, რომ იჩქარა.

 

აზერბაიჯანმა გაზის ტარიფის დაწევაზე ური განაცხადა, რადგან აღოჩნდა, რომ იგივე ფასში გვაწოდებს, როგორც საკუთარ ქვეყანას, სამაგიეროდ იგეგმება აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შესყიდვაც. შეხვედრის შემდეგ პროექტების გაფართოებაზეც იყო საუბარი.

 

აზერბაიჯანული მხარე ივანიშვილის გამოუცდელ და გაუმართლებელ პოლიტიკურ განცხადებებზე მიუთითებს, მათი განცხადებით ივანიშვილმა თავად ნახა რეალობა, რომლის შეცვლა არ შეიძლება. ,,ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში, ის არ უნდა იყოს ცუდი მეგობარი აზერბაიჯანისთვის და ბატონი ივანიშვილიც ვერ გაექცევა ამას’’-აცხადებს აზერბაიჯანელი ექსპერტი აზერ ალიევი.

 

საქართველოს პრემიერის ვიზიტის დასურლების შემდეგბ აზერბაიჯანულმა პრესამ კიდევ ერთი დასკვნა გააკეთა - ,,იყო წარმატებული ბიზნესმენი, თუნდაც მილიარდელი, არ ნიშნავს, რომ ხარ შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, ბაქოსთან ვაჭრობა შეიძლება, მაგრამ მისი ნაციონალური ინტერესების თამაში აკრძალულია’’.

 

 

ასე განვლო 2012 -მა საქართველოსთვის - დემოკრატიული არჩევნების გზით ხელსუფლების შეცლით, რუსეთთან დიალოგისთვის გაწვდილი ხელით, მაგრამ დიალოგი რუსეთისგანვე ტაბუდადებული დეოკუპაციის თემის გარეშე; ევროპელი და ამერიკელი პარტიონრების კრიტიკითა და იმედით, რომ საქართელო არ გადაუხვევს თავის დასავლურ მისწრაფებებს და კვლავ განაგრძობს გზას ევროატლანტიკური სივრციკენ.

სამყაროსთვის კი შიშისმომგვრელი მოლოდინი მის აღსასრულზე, გაქარწლდა!

სულ მალე, ქრისტიანული სამყარო მაცხოვრის შობას შეეგებება!

გილოცავთ!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42