შვედური სამხედრო ხომალდები ტერიტორიულ წყლებში სადაზვერვო ოპერაციას ატარებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეძებენ რუსულ წყალქვეშა გემს, რომელმაც განგაშის სიგნალი გაგზავნა.
შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ოპერაციის დეტალებს არ ახმაურებს. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტოკჰოლმის არქიპელაგის რაიონში ოპერაციის მიზანი ტერიტორიულ წყლებში უცხოური აქტივობის დადგენაა.
ოპერაციის მიმდინარეობას მოსკოვიც გამოეხმაურა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში კატეგორიულად უარყვეს შვედური მედიის ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ სამხედრო ხომალდები მხოლოდ საერთშორისო წყლებში რჩებიან და არცერთ მათგანს განგაშის სიგნალი არ გაუგზავნია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 19 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ „არ შექმნილა არანაირი არარეგულარული ვითარება და მით უფრო, არ ყოფილა ავარიები, რომელშიც რუსეთის საზღვაო ხომალდები მიიღებდნენ მონაწილეობას.“
მასალის გამოყენების პირობები






