სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 15:08, 20 Oct, 2014     2042

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

"2014 წლის 20 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულების ივანე მერაბიშვილის, ვალერიან მეტრეველისა და ამჟამად ძებნაში მყოფი გერონტი ალანიას მიმართ.

წარდგენილი ბრალდების თანახმად: ივანე მერაბიშვილს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ ყალბი ცნობის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში, პირადი მოტივით. ვალერიან მეტრეველსა და გერონტი ალანიას ბრალად ედებოდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი მოხელის მიერ ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით და აგრეთვე პირის დამამცირებელ და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 37 სასამართლო სხდომა. დაიკითხა ბრალდების 73 და დაცვის 1 მოწმე.

ბრალდებული ი. მერაბიშვილი უარს აცხადებდა საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობაზე, ხოლო ბრალდებულმა ვალერიან მეტრეველმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და "ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა" და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე აეკრძალა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება 2(ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

ბრალდებულები ვალერიან მეტრეველი და გერონტი ალანია ცნობილ იქნენ დამნაშავედ და მათ სასჯელის სახედ და ზომად, "ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა" და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ 4(ოთხი) წლით და 6(ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და 2(ორი) წლისა და 3(სამი) თვის ვადით აეკრძალათ სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო გამართლდნენ მოხელის მიერ ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების ფაქტზე, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია", - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42