მეცნიერები ირწმუნებიან, რომ გამოიკვლიეს სქესობრივი აქტის, როგორც ცოცხალი ორგანიზმების რეპროდუქციის ფორმის წარმოშობა.
მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა დაასკვნა, რომ თევზი, რომელიც 385 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, ლათინური დასახელებით Microbrachius dicki, იყო პირველის ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე, რომელიც რეპროდუქციისთვის ქვირითის დაყრის ნაცვლად, სექსს იყენებდა.
ეს თევზი იყო 8 სანტიმეტრის სიგრძის და ბინადრობდა ტბებში, რომელიც თანამედროვე შოტლანდიის ტერიტორიაზე არსებობდა.
მამრობით თევზებს ქონდათ L- ფორმის დანამატი, რომელიც მათ დედალი თევზების სხეულის უკანა ნაწილში მცირე ზომის ძვლოვან სტრუქტურაში შეყავდათ.
მეცნიერების თქმით, პარადოქსულია ის მომენტი, რომ ევოლუციის შედეგად ამ ტიპის თევზი, ისევ ქვირითით გამრავლებას მიუბრუნდა.
რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ კი სქესობრივი აქტი, როგორც გამრავლების საშუალება გაჩნდა ზვიგენების და სკაროსების წინაპრებს შორის.

მასალის გამოყენების პირობები






