ტაბულას ჟურნალისტმა თავად მიაწოდა პოლიციელს ძირს დავარდნილი რაცია, რის შემდეგაც დააკავეს
სამართალი - 12:46, 20 Oct, 2014     2116

ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი „ტაბულას“ ფოტოგრაფს ალექსანდრე გიორგაძეს პირადად ესაუბრა.

მისი თქმით, დაკავებულმა უთხრა, რომ უფორმო პოლიციელი დაეჯახა და რაცია დაუვარდა. როგორც ადვოკატი ფოტოგრაფზე დაყრდნობით აცხადებს, გიორგაძემ თავად მიაწოდა პოლიციელს ძირს დავარდნილი რაცია, რის შემდეგაც დააკავეს.

"პირადად ვესაუბრე ტაბულას ჟურნალისტს. აცხადებს, რომ ის საერთოდ არაფრის გამოა დაკავებული, იდგა ჩვეულებრივ, იღებდა ფოტოებს, დაეჯახა პოლიციის თანამშრომელი, რომელიც როგორც თავად აცხადებს, უფორმო ყოფილა. რაცია რომ გაუვარდა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიტყო, რომ პოლიციის თანამშრომელი იყო. გიორგაძემ თავად მიაწოდა რაცია, რომელიც დაბლა ეგდო, ამის შემდეგ კი, აუყვანიათ და წაუყვანიათ. რა არის ამაში ან წინააღმდეგობის გაწევა, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ან წვრილმანი ხულიგნობა საერთოდ? მიმაჩნია, რომ სასამართლო ამ ყველაფერს გაითვალისწინებს" - აცხადებს ველიჯანაშვილი.

მისივე ინფორმაციით, გუშინდელი აქციის დროს დაკავებული ლევან კვარაცხელიას საქმე გადაკვალიფიცირდა და დაკავებული ადმინისტრაციულის ნაცვლად, სისხლის სამართლის საქმით სამართალდამრღვევად ცნეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42