პრემიერის სახლთან დაკავებული კვარაცხელიას საქმე სისხლის სამართლით გადაკვალიფიცირდა
სამართალი - 12:03, 20 Oct, 2014     2134

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილის სახლთან, გუშინ დაკავებულების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. რომელ საათზე გაიმართება პროცესი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

ერთ-ერთი დაკავებულის ლევან კვარაცხელიას საქმეს კი სასამართლო ცალკე განიხილავს, რადგან მისი საქმე დღეს სისხლის სამართლით გადაკვალიფიცირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წუხელ ბაჩო ახალაიას მხარდამჭერთა აქციაზე 7 მონაწილეა დაკავებული. მათ შორის არიან ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი ადვოკატი რომეო საჯაია და ტელეკომპანია “ტაბულას“ ფოტორეპორტიორი ალექსანდრე გიორგაძე.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხარდამჭერები პრემიერის სახლთან 19 ოქტომბერს, საღამოს 7 საათისთვის შეიკრიბნენ და სასამართლოზე ხელისუფლების ზეწოლას აპროტესტებდნენ.

აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მდგომარეობა დაიძაბა. აქციის მონაწილები ყვებიან, რომ ადგილზე ახალგაზრდა პოეტი ბიჭი ივანიშვილი რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად მივიდა და შეკრებილებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, კონფლიქტის მიზეზი სწორედ ეს გახდა.

დაკავებების შემდეგ აქცია დიღომში შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოსთან გაგრძელდა, სადაც დაკავებულები დაკითხვის შემდეგ გადაიყვანეს. ადვოკატების განცხადებით, ისინი უკანონოდ დააკავეს და ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის შედეგი იყო.

დაკავებულთა სასამართლო პროცესი შემდეგ გაირკვევა, აღკვეთის ღონისძიების რა ფორმას მოითხოვს მათთვის ბრალდების მხარე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42