თანდათან იკვეთება იმ დავალებების სიაც. ნუ ზოგიერთი ისეთი დავალება მიუცია ქართველ ერს ახალარჩეულ მთავრობისათვის, რომელიც თავად აღარ ახსოვს სთხოვა კი მას პირველ რიგში ეს ოცნებები და დავალებები ამისრულეო.
ალბათ როდესაც წინასაარჩევნო დავალებებს აძლევდნენ ქართველები თავია
მათ სასურველ კანდიდატებს, ან როდესაც კოალიცია „ქართულ ოცნებას“ აღსასრულებელი ოცნებების სია წარუდგინა, მთელი ერი ან ნაბახუსევი იყო, ან კი ახალგაღვიძებული და ჯერ კიდევ ძილბურანში.
მოკლედ ახლადარჩეულმა მთავრობამ უკვე 3 ოცნება აუდინა საქართველოს, სამივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მთელი მოსახლეობისათვის.
1. კანონი ბუსუსებიანი პრეზერვატივების შესახებ
2. ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება 3,5 თეთრით (ესეც მხოლოდ მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს)
3. ამნისტია
პირველ საკითხზე არ გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, თავადვე ხვდებით თუ რაოდენ სასწრაფოდ დასარეგულირებელი იყო ეს საკითხი. აბა ამდენი წელია ქართველ ერს მიშას მთავრობა, თავდაცვითი სახის პრეზერვატივების მაგივრად სიამოვნებისთვის განკუთვნილ პრეზერვატივებს „ტენიდნენ“. ქართველი ერი კი ისე გაერთო ამ სიამოვნების მიღებით რომ დაუქვეითდა თავდაცვის ინსტიქტი და იხელთეს დრო ნაცებმა ამით, მთელი 9 წელი იბატონეს „სიამოვნებამიღებულ“ ერზე.
მოკლედ ამ პირველი ახდენილი ოცნების აუცილებლობა ყველამ უკვე დავინახეთ, და იმედია მალე მივიღებთ ნანატრ შედეგს.
მაგრამ თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო მე-3 აღსრულებულ ოცნებაზე და ხალხის მიერ მიცემულ დავალებაზე, რომელიც აღასრულა ახლადარჩეულმა პარლამენტმა.
ამნისტია-ციხეში მოხვედრილი ადამიანისათვის საკრალური სიტყვა. ბევრისთვის საოცნებო, ბევრისთვის დამსახურებული, ბევრისთვის დაუმსახურებელი. ციხეში ადამიანს ძალიან დიდი დრო აქვს იმისთვის , რომ კიდევ ერთხელ -ოღონდ უკვე ფიქრებში, კვლავ განვლოს იგივე გზა რაც რეალში, შეაფასოს, გადააფასოს, ჭკუა ისწავლოს, დარწმუნდეს თავისი საქციელის სისწორეში თუ თავისი ნაბიჯის სიმცდარეში.
საერთოდ კი არავინ არაა დაზღვეული ციხეში არმოხვედრისაგან, ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა. აქ შეიძლება ციხეში სიმართლისთვისაც მოხვდე და დანაშაულის ჩადენისთვისაც, საქართველოს სიყვარულისთვისაც და საქართველოს სიძულვილისათვისაც. მოკლედ პარადოქსულია მაგრამ ფაქტია.
ხოდა ქართველებმა ახლადარჩეულ მთავრობას სთხოვა რომ დაერეგულირებინა ეს საკითხი, მაგრამ თხოვნით კი სთხოვა და აი ინსტრუქციაც რომ მიეცათ როგორ, მთლად უკეთესი იქნებოდა.
პარლამენტარებმა ეს თხოვნა ისე გაიგეს, როგორც... თუმცა მოვიყვან პარლამენის თავჯდომარის სიტყვებს.
„თვალის პაჭუნი რომ ეს გაანთავისუფლე და ის არაო, არ გამოვა, ბევრია ის ვინც რეალურად ნარკოტიკის გამსაღებელია და სასჯელს იხდის როგორც მომხმარებელი-სად ვარკვიოთ ეხლა ჩვენ ეს?“
საინტერესოა არა? ნუ რა თქმა უნდა საინტერესოა იმდენად რამდენადაც აშკარად იკვეთება ე.წ. გადაბრალებისთვის „სტოპიროტის“ დაჭერა.
(სტოპიროტი-თადარიგის დაჭერა რომ შემდეგ მოვლენებზე პასუხისმგებლობა აიცილო)
მოდით ერთად დავფიქრეთ და ერთად გავაანალიზოთ თუ როგორ გაიგეს სიტყვა „ამნისტია „ ჩვენმა პარლამენტარებმა, ამისთვის ოდნავ წარსულში მოგვიწევს დაბრუნება-1 ოქტომბრის არჩევნებამდე, და მოგვიწევს მათივე სიტყვების მათსავე შეხსენება.
ყოფილი ოპოზიციონრები და აწ უკვე საქართველოს მთავრობა და პარლამენტის უმრავლესობა, წოველდღიურად ჩაგვჩიჩინებდნენ , რომ საქართველოში არის შერჩევითი სამართალი (ამის უარყოფა რა თქმა უნდა არის სისულელე, მაგრამ მასეთივე შერჩევით სამართლიანობას უკვე ახალ მთავრობაშიც ჰქონდა პრეცენდენტი), რომ იჭერდნენ უდანაშაულოს, რომ კორუფციული გარიგებებით ხდებოდა დამნაშავის დანაშაულის შემსუბუქება, იგივე უსუფაშვილის მირვე ნათქვამი გამოვიყენოთ, რომ „ნარკოდილერი სასჯელს იხდის როგორც ნარკომო0მხმარებელი“, რომ ასევე შეიძლება „წინასწარგანზრახული მკვლელობაჩადენილი პირი“ სასჯელს იხდიდეს „გაუფრთხილებლობის“ ან „თავდაცვის“ დროს განხორციელებული მკვლელობის მუხლით.
და ამ დროს ჩვენი პარლამენტარები ამას არ ითვალისწინებენ და უშვებენ ან უმსუბუქებენ ყველას, ანუ ისეთ პირებს ვინც ასეთი მუხლით იხდის სასჯელს. კი მაგრამ თუ იცით რომ მიშას დროს ასეთი კანონდარღვევები და კორუფციული გარიგებები ხდებოდა დამნაშავეებთან, რატომ უშვებთ ყველას? ნუთუ არ შეიძლება რომ ყველა „ამნისტიამიღებული“ პირის საქმე ერთხელ მაინც იქნეს გადახედილი? ხომ შეიძლება ისეთს შეეხოს ეს ამნისტია რომ ამის ღირსი არ იყოს?
და კიდევ ძალიან კარგია რომ იცავთ პატიმრის უფლებებს, მაგრამ რატომ არ ითვალისწინებთ დაზარალებულის უფლებებს? მაგალითად მძიმე დანაშაულის ჩამდენს რომელსაც უმცირდება სასჯელის მოხდის ვადა (არ აქვს მნიშვნელობა რამდენით, 12 დღით, 1 საათით თუ 1 წლით), ამ დროს რა პასუხს სცემთ დაზარალებულს?
ყველაზე საშინელება ამ ამნისტიაში არის ის რომ სამშობლოს ღალატით გასამართლებულ ადამიანებს მიეცათ პოლიტპატიმრისა და პოლიტიკურად დევნილთა სტატუსები, ისე რომ მათი საქმე არ იქნა ძიებაში ხელმეორედ დაბრუნებული. ეხლა ოცნების მხარდამჭერებისაგან მიდის აქტიური პროპაგანდა იმისა რომ არავის არ უშვებენო, და ეხლა მაინც რატომ ატყუებენ მოსახლეობას? მე მხედველობაში მყავს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მხილებული პირები.
შეიძლება ჩემმა მეზობელმა ნინა ბებომ არ იცოდეს თუ რას ნიშნავს მათი პოლიტპატიმრად გამოცხადება, და შეიძლება იმან დაიჯეროს რომ ისინი გარეთ არ გამოვლენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ თუ რას ნიშნავს მათი პოლიტპატიმრად გამოცხადება? ესაა მათი „თავისუფლების“ ბილეთი.
სახელმწიფო რომელიც თავს თვლის დემოკრატიულ ქვეყნად, დაუშვებელი ამ სახელმწიფოში იყოს პოლიტპატიმრები ან პოლიტიკურად დევნილი პირები, თუ ამ სახელმწიფოში აღმოჩნდება პოლიტპატიმრები (როგორც ჩვენმა პარლამენტმა დათვალა 200 კაცამდე) ის ვალდებულია რომ დაუყონებლივ გაანთავისუფლოს ისინი, არგანთავისუფლების შემთხვევაში ამ სახელმწიფოზე ზეწოლის ბერკეტები უჩნდება საეღტაშორისო ორგანიზაციებს. აი მსოფლიოს სულ არ აინტერესებს შენ პოლიტპატიმრად ვინ აღიარე-იგივე შენი სახელმწიფოს და ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი შენი ქვეყნის მტერი სახელმწიფოს მოქალაქე თუ ნინა ბებო, რახან აღიარე რომ ის არის პოლიტპატიმარი და პოლიტიკურად დევნილი პირი, ვალდებული ხარ გაანთავისუფლო პატიმრობიდან.
ერთი საკითხია რომ მსოფლიო კიდევ ერთხელ გავაოცეთ რადგან მტერი სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც მხილებულნი არიან და დამტკიცებულიც აქვთ რომ მოქმედებდნენ საქართველოს წინააღმდეგ მივეცით პოლიტპატიმრის და პოილიტიკურად დევნილის სტატუსი, მაგრამ ამავდროულად ჩვენ საერთაშორისო საზოგადოება მოვაქციეთ ჩიხში-რადგან ისინი უკვე „იძულებულები“ იქნებიან რომ მოითხოვონ მათი დაუყონებლივ განთავისუფლება.
კვლავ პარადოქსი და კვლავ საქართველოში.
ძალიან ცუდია რომ პატიმრების თემა იქცა ერთმანეთისკენ თითის გაშვერის თემად და ერთმანეთის გადაბრალებით საზოგადოება შეგვყავს შეცდომაში. ალბათ ყველას გვახსოვს, თუ ახალგამოსულმა და პრეზიდენტისგან შეწყალებულმა პიროვნებამ, ციხის დატოვების მე-2 თუ მე-3 დღეს დაჭრა პიროვნება. ამას ძალიან მწვავე შეფასება მოჰყვა მოსახლეობის მხრიდან, და დაიწყო გადაბრალებები და ერთმანეთზე ხელის შეწმენდები. სუბარმა პრეზიდენმა გამოუშვაო, პრეზიდენტმა კი სუბარის რეკომენდაციით მივეცი თანხმობა მის გამოშვებას რადგან სუბარს ის შეყვანილი ჰყავდა როგორც მძიმე ავადმყოფიო. ხოლო რა და როგორ იყო ყველაფერი ამაზე ჩვენ მხოლოდ მარჩიელობაღა დაგვრჩენია, და ასეთი პრეცენდენტები რომ მომრავლდეს მერე?
ამ თემაზე „ოცნების“ მხარდამჭერთა „გასაპრავებელი“ პასუხია, რომ ვანოს დროსაც ხდებოდა ასეთი დანაშაულობები. კი გეთანხმებით ხდებოდა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიხსენებ რომ მიშას მთავრობიდან ვინმე გამოსულიყო და ეთქვა „გაგებით მოეკიდეთო“.
მოკლედ ამ ამნისტიით ძალიან ცუდი შედეგი შეიძლება მივიღოთ (ღმერთმა ჰქნას რომ ვცდებოდე), რადგან აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო კვლევა გამოძიებები ყველა საქმეზე, და რაც მთავარია... ქვეყნის სირცხვილია როდესაც შენი ქვეყნის პარლამენტი პოლიტიკურად დევნულ და პოლიტპატიმრის სტატუსს ანიჭებს პიროვნებას რომელიც მოქმედებდა შენი ქვეყნის წინააღმდეგ შენი ქვეყნის მტერი სახელმწიფოს დავალებით.
თუ მიშას სამართალს არ ენდობიან ოცნების დეპუტატები, რატომ არ გამოიძიეს თუნდა ეს საქმე? თუ რა საქმეც აწყობდა იმ საქმეში ენდობოდნენ თურმე (რაც ეხლა გამოჩნდა) და რაც არ აწყობთ არა?
მოდით ერთად კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ ყველაფერი.
გიორგი შარაშენიძე
სპეციალურად ნიუპოსტისათვის
მასალის გამოყენების პირობები






