დასაქმების სახელმწიფო პროგრამის საქმესთან და ასევე კვარიათის აგარაკის ეპიზოდთან დაკავშირებით დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან.
პროცესს არ დაესწრება ბრალდებული ვანო მერაბიშვილი. სხდომაზე მისვლას არ აპირებენ არც ადვოკატები. ამ საქმეზე ყოფილ პრემიერს პატიმრობა, ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს კი ჯარიმა აქვს შეფარდებული.
„პროკურატურამ ვერანაირად ვერ დაასაბუთა კიდევ ერთხელ ბრალდება. ყველამ იცის, მთელმა საქართველომ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ეხლა უკვე იქნება დასკვნითი სიტყვები, რის შემდეგაც სასამართლო უნდა გავიდეს განაჩენის გამოსატანად. იმის გათვალისწინებით, თუ რა წნეხში მოაქცია სასამართლო, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს სააპელაციო სასამართლო, ხელისუფლებამ, ბუნებრივია, ჩვენ რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდებით“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






