პრემიერ მინიტრის სახლთან მიმდინარე აქციის დროს აქციის მონაწილეები რომეო საჯაია, სალი მახარაშვილი, კობა ნაროუშვილი და ბონდო თიღიშვილი დააკავეს, - აცხადებს ანი ნადარეიშვილი, რომლის განმარტებითაც დაკავებულთა ადგილმდებარეობა უცნობია.
დაკავების მიზეზი, აქციის მონაწილეებსა და გამვლელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გახდა. ინციდენტი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
"ჩაეხსენი სასამართლოს", "ჰაკიმ ფაშა, შენ ხარ სენი, დაგვეხსენი", "ჩვენ გვასამართლებენ მკვლელები, ყაჩაღები, კრიმინალები" - აქცია პრემიერის საქხლტან ამ ლოზუნგებით და შეძახილებით მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით პრემიერ მინიტრი ამ დროისთვის სახლში არ იყო, ირაკლი ღარიბაშვილი ფიროსმანის მშობლიურ სოფელში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა სადაც ფიროსმანობა აღინიშნა.
ანი ნადარეიშვილმა ,,ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა ფოტო, რომელიც მისივე მტიკიცებით პოლიციელი, რომელიც აქციაზე პროვოკატორებს შემოუძღვა.
რაც შეეხება "ტაბულას" ფოტოგრაფის დაკავების ფაქტს, გამოცემის დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ "ფეისბუქზე" დაადასტურა, რომ "ტაბულას" ფოტოგრაფია დაკავებული:
"როგორც ირკვევა, ღარიბაშვილის სახლის წინ აქციაზე დააკავეს ტაბულას ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე. გირჩევნიათ ძალიან მალე გამოუშვათ და თითი არ ჰქონდეს ნახლები. დანარჩენი მერე", - წერს ჩერგოელიშვილი.
აქცია დღეს საღამოს პრემიერმინისტრის სახლთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭერებმა გამართეს. ისინი სასამართლოზე ზეწოლას აპროტესტებდნენ და ბაჩო ახალაიას მიმართ მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდნენ.

მასალის გამოყენების პირობები






