პროკურატურამ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალი წარუდგინა
სამართალი - 18:48, 19 Oct, 2014     1838
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს კახა ბაბუნაშვილს ბრალი წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ კახა ბაბუნაშვილმა გამოიჩნა სამსახურებრივი გულგრილობა და შპს „ბილდერ ჯგუფს“, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სორმონი-მოწამეთას გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, სამუშაოების არასრულად და ვადის დარღვევით შესრულების მიუხედავად, არ შეუწყვიტა გაფორმებული ხელშეკრულება და არ მიმართა სადაზღვეო კომპანია „არდი ჯგუფს“ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტმა განიცადა ზიანი 63 000 (სამოცდასამი ათასი) ლარის ოდენობით.

კახა ბაბუნაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. უმოკლეს ვადაში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება შპს „ბილდერ ჯგუფის“ ხელმძღვანელთა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვა თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42