ამავდროულად, ჭიათურა კაცხის ტაძრის 1000 წლისთავს აღნიშნავს.
კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება, მოგვიანებით კი, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მშენებარე ტაძარიდან, კაცხის მაცხოვრის შობის ტაძრამდე, ფეხით მსვლელობა მოეწყობა.
კაცხის საიუბილეო ღონისძიებაზე საქართველოს ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლებიც იქნებიან და საზეიმო პარაკლისსაც გადაიხდიან სოფელ კაცხში, სადაც ღირსშესანიშნავი სვეტის გარდა 1014 წელს აშენებული მაცხოვრის ტაძარიცაა.
ჭიათურობას, როდესაც მთელი მუნიციპალიტეტი აღნიშნავს კაცხის ეკლესიის 1000 წლის თავს, სიმბოლურად დაირგვება 1000 ძირი ფიჭვი 2-2 მწკრივად.
კვირეულის ფარგლებში, ასევე დაგეგმილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის, საპატიო მოქალაქეთა დაჯილდოება, ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა, ტურნირები მინი ფეხბურთში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში.
მასალის გამოყენების პირობები