რუსი ასტროლოგი - 2016 წლამდე პუტინი ხელისუფლებაში აღარ იქნება
ეს საინტერესოა - 17:16, 18 Oct, 2014     7605

რუსი ასტროლოგის, მიხეილ ლევინის ცნობით, რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებას მხოლოდ 2016 წლამდე შეინარჩუნებს.

მიხეილ ლევინი 2010 წელს ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2011 წლიდან პუტინის ეპოქის დასასრულის დასაწყისი იწინასწარმეტყველა - მისი განცხადებით, ეს 2011 წლის დეკემბრიდან დაიწყებოდა.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ მან მორიგი პროგნოზი გააკეთა - პუტინი ხელისუფლებაში 2016 წლამდე დარჩება და მისი გადადგომის მიზეზი არ იქნება სიკვდილი, ან რაიმე სახის ავადმყოფობა, რუსეთის მოსახლეობის მზარდი მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების შედეგად ის ან გადადგება, ან კიდევ მას ხელისუფლებას ჩამოაშორებენ. ლევინი აღნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი დალაგდება - შეიცვლება კონსტიტუცია, მოხდება ძალაუფლების პარლამენტისთვის გადაცემა, შეიცვლება მმართველი პოლიტიკურ-ბიუროკრატიული ელიტა.

იგი წინასწარმეტყველებს, რომ ავტორიტარულ-კონსერვატიული მმართველობის სისტემა 2018 წელს, სატურნის ნახევარკვადრატის პერიოდის დასრულების შემდეგ გაუქმდება, მაგრამ პუტინის ეპოქა წარსულს უფრო ადრე ჩაბარდება - მოსახლეობის პროტესტების ზრდა 2016 წლამდე (ურანის პლუტონთან კვადრატის პერიოდი) მოხდება. კონსტიტუციის ცვლილებასთან ერთად მოხდება სასამართლოების, შსს-ს და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წმენდა-რეფორმირება, რაც 30-იანი წლებისთვის დასრულდება, დაიწყება ახალი კულტურის ფორმირება, დაინგრევა პირამიდული სტრუქტურები.

ლევინი ირწმუნება, რომ თუ დავაკავშირებთ ფაქტებსა და ასტროლოგიურ წესებს, ჩნდება დასკვნა, რომ დაიწყო ხალხის თვითშეგნების ამაღლება - ინფანტილური, პატრიარქალური, ტრადიციულ-კონსერვატიული აზროვნება, რომელსაც ცვლილებების ეშინია, ადგილს დაუთმობს მერწყულის - ნოვატორულ, კოსმოპოლიტურ აზროვნებას. ძველი ღირებულებები და მორალი თანდათან ქრება.

თუმცა, ასტროლოგის პროგნოზი დღევანდელი თაობისათვის ცოტა უიმედოა - საბოლოო განვითარება და სტაბილურობა რუსეთში 2130 წლისთვისაა მოსალოდნელი.

დღევანდელ ეპოქას ლევინი 680 წინანდელ ეპოქას ადარებს, როდესაც მეთოთხმეტე საუკუნეში ფაქტიურად დაიწყო რუსეთის აღმავლობა და გაერთიანება მოსკოვის სამთავროს ირგვლივ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42