ჯერჯერობით გაურკვეველია იმ ახალგაზრდა ლექტორის ბედი, რომელიც ყოფილმა ქმარმა სასიკვდილოდ გაიმეტა.
"ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, რომ მათთვის მიწოდებული პირველადი ინფორმაციით ახალგაზრდა ქალბატონი, ასევე როგორც მისი ყოფილი მეუღლე გარდაცვლილები არიან.
პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მაკა წივწივაძე გადარჩა და ამჟამად მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
„პაციენტი, ახალგაზრდა ქალბატონი შემოყვანილია რამოდენიმე წუთის წინ კლინიკაში, აღენიშნება ცეცხლსასროლი ჭრილობები, სახისა და თავის მიდამოში. ამჟამად მისი მდგომარეობა კრიტიკულია“,- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესამსახურმა ნატა ხურციძემ „ქრონიკასთან’სატელეფონო საუბარში.
დაუზუსტებელი ინფორმაცით, 33 წლის ლექტორი ყოფილმა ქმარმა ლექციიდან გაიყვანა, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემდეგ თავი მოიკლა.
მამაკაცის გვამი ამ დრომდე რჩება უნივერსიტეტის შენობაში, მისი გადასვენების როცედურები ჯერ არ მომხდარა.
ირკვევა, რომ ლექტორმა დაცვის თანამშრომლებს ყოფილი ქმრის პირადი მონაცემები მიაწოდა და გააფრთხილა, რომ მცდელობის შემთხვევაში ის შენობაში არ შეეშვათ. უნივერსიტეტის თანამშრომლებიც ამბობენ, რომ მას ყოფილ ქმართან პრობლემები ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები






