მილანში პუტინის და პოროშენკოს შეხვედრა გაიმართა
მსოფლიო - 13:42, 17 Oct, 2014     1632

მილანში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. საათნახევრიანი ოფიციალური საუზმე იტალიის პრემიერმინისტრ მატეო რენცის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრაში ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტიც მონაწილეობდნენ.

განხილვის მთავარი თემა უკრაინის კონფლიქტი იყო. მანამდე, ორმხრივ ფორმატში, უკვე შეხვდნენ ერმანეთს ვლადიმერ პუტინი და ანგელა მერკელი.

შეხვედრა 2-საათნახევარს გაგრძელდა. გერმანიის კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად მინსკის შეთანხმების განხორციელებისა და ბუნებრივი აირის საკითხები განიხილეს.

ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის განცხადებით, უკრაინის შიდა კონფლიქტსა და მის გამომწვევ მიზეზებზე მხარეებს შორის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიის პრემიერმა განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად შეხვედრამ კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა. მილანში პოროშენკო მერკელთან და ოლანდთან ერტად რუსეთის პრეზიდენტთან დღეს კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს.

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე მილანში ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. პეტრო პოროშენკოს განცხადებით, გერმანიის კანცლერმა უკრაინის მიმართ უდიდესი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42