ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ოლიმპიური ვარსკვლავის“ თავმჯდომარე და შპს. „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დირექტორი, ზაზა რაზიკაშვილი, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
საქმე, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს, ამხანაგობის წევრების კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტს ეხება.
გამოძიების ინფორმაციით, ზაზა რაზიკაშვილმა 2006 - 2010 წლებში, მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი და კომერციული ფართების შეძენის სანაცვლოდ შეტანილი თანხის მხოლოდ ნაწილი მოახმარა თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას. რაზიკაშვილს 14,800,000 ლარის ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისება ედება ბრალად, რითაც 100-ზე მეტ მოქალაქეს ქონებრივი ზიანი მიაყენა.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






