საქალაქო სასამართლო მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 19:15, 16 Oct, 2014     2285
თბილისის საქალაქო სასამართლო სხვადასხვა მედიასაშუალებებში მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებებს ეხმიანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს და დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა შეუფარდა. სასამართლო პრაქტიკის თანახმად, პირი, როდესაც თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში გამოცხადებას და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ პირს შესაძლებელია ჩადენილი ჰქონდეს ბრალად შერაცხული დანაშაული მის მიმართ სასამართლო ყველაზე მკაცრ აღკვეთის ღონისძიების სახეს - პატიმრობას იყენებს, ვინაიდან აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს გამოძიებას და სასამართლოს.

სასამართლოში საქმეთა განაწილების რიგითობის წესის საფუძველზე, ამავე მოსამართლემ განიხილა თენგიზ ერისთავისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა და შეცვლის შუამდგომლობები. საგულისხმოა, რომ ბრალდების მხარე სრულად დაეთანხმა და მხარი დაუჭირა დაცვის მხარის შუამდგომლობას, აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის - 10 ათასი ლარით შეცვლის შესახებ, იმ მოტივით, რომ საქმეზე უკვე ჩატარებულია ყველა საგამოძიებო მოქმედება და თენგიზ ერისთავი თავისუფლებაში ყოფნით ხელს ვერ შეუშლის გამოძიებას. ამასთანავე სასამართლომ გაითვალისწინა, ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარე სადაოდ ხდის ჩხრეკის ოქმის კანონიერებას, რომლის დადგენის ერთადერთი საშუალებაა ჩხრეკის პროცესში მონაწილე პირების ჩვენებების შემოწმება. ბრალდებულის ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირი არის პოლიციის თანამშრომელი, ამ ფაქტის შემსწრე სხვა მოწმეები ბრალდების მხრიდან მოძიებულნი ვერ იქნენ, შესაბამისად მათზე ზემოქმედების მოხდენა ძალიან შეზღუდულია, თუ შეუძლებელი არა. აქვე სასამართლომ მიუთითა, სხვა ახალ გარემოებაზეც, კერძოდ დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ ამონაწერებზე მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებიდან, რომლებითაც დასტურდება კომუნიკაცია ბრალდებულ ერისთავის ახლობლებს შორის, ამ კომუნიკაციის დროს დაცვის მხარის განმარტებით, საუბარი იყო თენგიზ ერისთავის დაკავებაზე და ამ კომუნიკაციის დრო წინ უსწრებს ჩხრეკის ოქმში მითითებულ დროს, შესაბამისად მნიშვნელოვნია ბრალდებულის დაკავების და ჩხრეკის ზუსტი დროის გარკვევა დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მასალების გათვალისწინებით.

სასამართლო ხელისუფლება დაუშვებლად მიიჩნევს, ღია ეთერში მოსამართლის კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენებას და მისი კომპეტენციის ხარისხზე მსჯელობას, ვინაიდან ცალმხრივი შეფასებები და მოსამართლის რეპუტაციის შემლახველი განცხადებები ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რაც ცალსახად საფრთხეს უქმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას", - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42