მოკლული ტაქსის მძღოლის ახლობლები მკვლელის ლინჩის წესით დასჯას ითხოვენ.
"უნდა მოვკლა ჩემი ძმის მკვლელი. არ ვიცოცხლებ თავს, მაგას მოვკლავ და დავისვენებ", "ერთი თუ დაისჯება, მეორე მაგას არ გააკეთებს. ორჯერ ნასამართლევი რომ გამოუშვეს, რა გარანტია მაქვს, რომ მეორე დღეს ჩემსშვილს არ მოკლავს? სახალხოდ უნდა ჩაიქოლოს", - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
მოკლული ტაქსის მძღოლის, გოდერძი შამუგიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობის წინ გამართეს და ამ მოთხოვნით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს. გზის გადაკეტვის საშუალება მომიტინგეებს სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ზუგდიდის რაიონ სოფელ დარჩელში ტაქსის მძღოლი გოდერძი სამუშია გუშინ გვიან ღამით მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი მძღოლისთვის თანხის გადაუხდელობა გახდა. შსს- სამინისტროს უწყების ცნობით, უკვე დადგენილია დამნაშავის ვინაობა და ამ ეტაპზე სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ფოტო არ ასახავს რეალობას.
მასალის გამოყენების პირობები






