გატაცებულ გიორხელიძეს მომღერალ ზურა კობეშავიძის აგარაკზე მალავდნენ
სამართალი - 23:43, 15 Oct, 2014     7436

”რუსთავი 2 ”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იოსებ გიორხელიძეს გამტაცებლები მომღერალ ზურა კობეშავიძის აგარაკზე მალავდნენ, რომელიც არმაზში მდებარეობს. თუმცა, სახლის მფლობელებმა ამის შეახებ არაფერი იცოდნენ.

მომღერალ ზურაბ კობეშავიძის მშობლები ამბობენ, რომ მათ არც გატაცებულის და არც გამტაცებლების შესახებ არა აქვთ ინფორმაცია. როგორც ამბობენ, მათ არც საკუთარ აგარაკზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებეზე იცოდნენ რამე.

საქმე ის არის, რომ პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ გატაცებული არმაზში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე ჰყავდათ დამალული, რომელიც ვინმე ჭუმბურიძეს ეკუთვნოდა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ფოტომასალაზე ასახული სახლი კობეშავიძეების აგარაკის იდენტური ჩანს. "კურიერის" ჯგუფს, რომელიც ამ სახლში იმყოფებოდა, ჯერ დაუდასტურეს, რომ ეს სახლი მართლაც ვინმე ჭუმბურიძეს ეკუთვნოდა. თუმცა, მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყვეს და თქვეს, რომ სახლი მომღერალ კობეშავიძეს და მის მამს ეკუთვნის, რომელსაც პოლიციელის წოდებაც აქვს.

კობეშავიძეები კი ამბობენ, რომ მათ არაფერი იციან არც იმის შესახებ,რომ აქ ვინმეს მალავდნენ და არც აქ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შესახებ. "არავის უთქვამს ჩვენთვის და ვინც ჩაატარა ოპერაცია, ისინი არიან დასაჭერები", - განაცხადა ჰამლეტ კობეშავიძემ.

19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცებაში ბრალდებულ 4 პირს დღეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. ადვოკატი მათგან მხოლოდ ერთის, ალექსანდრე ჭანტურიას ინტერესებს იცავდა, რომელმაც დანაშაული აღიარა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42