„კარგი ტელეფონია, 100 დოლარად დალომბარდდება და თქვენი სახელით კაი ბიჭებს გავუგზავნით“- ყაჩაღობა ვაკეში
სამართალი - 22:15, 15 Oct, 2014     11662

14 ოქტომბერს ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე რაჭის ყოფილი გუბერნატორის - ოთარ სირაძის შვილს და შვილის მეგობარს, მობილური ტელეფონები წაართვეს. „ნიუპოსტი“ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სამინისტროს განცხადებით გამოძიება დაწყებულია, თუმცა რა მუხლით არის აღძრული საქმე ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

„ნიუპოსტი“ მომხდარ ინციდენტის დეტალების დასაზუსტებლად დაზარალებული მოზარდის მშობელსაც ესაუბრა:

ოთარ სირაძის განცხადებით მის არასრულწლოვან შვილს და მისი შვილი მეგობარს 14 ოქტომბერის დაახლოებით საღამოს ცხრის ნახევარზე ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის ეკლესიის მიმდებარედ ორი მამაკაცი (დაახლოებით 25-30 წლის) დახვდა, მათ მოზარდებს ტელეფონი სთხოვეს, იმ საბაბით რომ ახლობელთან დარეკვა სურდათ, ერთერთმა მოზარდმა ტელეფონი დასარეკად გადასცა, ერთ-ერთმა მამაკაცმა ტელეფონიდან რამდენიმე ზარის განხორციელება სცადა და ბოლოს განაცხადა რომ არ პასუხობდნენ, რის შემდეგაც მან მოზარდებს ტელეფონის შესახებ საუბარი დაუწყო.

„კარგი ტელეფონია, 100 დოლარად დალომბარდდება და თქვენი სახელით კაი ბიჭებს გავუგზავნით.“- განუცხადეს არასრულწლოვნებს.

მამაკაცებიდან ერთ-ერთმა ტელეფონის ჩვენება მეორე მოზარდსაც მოსთხოვა და ისეთი მოძრაობები გააკეთა, რომ მოზარდებს ეგონათ ჯიბიდან დანას იღებდა. რის შემდეგაც მეორე მოზარდსაც გამოართვეს ტელეფონი.

იმ მომენტისთვის მოზარდებიდან ერთ-ერთმა ბიძაშვილთან დაკავშირება მოახერხა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა და ტელეფონების დაბრუნება მოსთხოვა. ამის შემდეგ დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. საბოლოოდ მათ ტელეფონების გატაცება და მიმალვა მოახერხეს.

მოზარდების განცხადებით, ამ ინციდენტს თვალს ადევნებდა იმ ტერიტორიაზე მდებარე საელჩოს დაცვაც, რომელიც ინციდენტში არ ჩაერია და არც საპატრულო პოლიციაში დარეკა.

როგორც ოთარ სირაძე აცხადებს, ადგილზე მისული სამართალდამცავები ცდილობდნენ რომ საქმისთვის ყაჩაღობის ნაცვლად სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ თაღლითურად დაუფლების კვალიფიკაცია მიენიჭებინათ.

მოზარდები დაკითხვაზე იმყოფებოდნენ, გამოძიებას არ დაუკითხავს საელჩოს დაცვა, მათი განცხადებით დიპლომატიური სამსახურის დაცვას ამას სამსახური უკრძალავს.

„საქმე აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული, რადგან დღეს საქმე ეხება ჩემს შვილს მაგრამ ხვალ სხვასაც შეეხება, როგორც შევარდნაძის დროს იყო ჯერ ერთს გახადეს ტყავის ქურთუკი და ხმა რომ არ ამოიღო, მერე მთელი ქვეყანა გაძარცვეს.“- აცხადებს ოთარ სირაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42