ანიუტა - თეთრი კრემით
საზოგადოება - 21:11, 29 Dec, 2012     16902



ფირფიტები:


200 გრამი კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ 1,5 ჭიქა შაქარი და გავაგრძელოთ თქვეფა შაქრის გადნობამდე. დავუმატოთ 200 გრამი არაჟანი, 1ჩ.კ.სოდა ძმრით და 3 ჭიქა ფქვილი. მივიღებთ ფხვიერი ცომის ერთგვაროვან მასას.
გავყოთ 4 თანაბარ ნაწილად და სათითაოდ გამოვაცხოთ. თუ არ გვაქვს ნამცხვრის ფორმაში ჩასაფენი სპეციალური ქაღალდი, ფორმას წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ ცოტა ფქვილი.
ფქვილიანი ხელით გავაბრტყელოთ ცომი ფორმაში და გამოვაცხოთ. ფირფიტა აირღუმელიდან გამოღებისთანავე გადმოვიტანოთ დაფაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფხვიერი ცომი გაცივებისთანავე გამაგრდება და გადმოღებისას გაგვიტყდება.



კრემი:


200 გრამი კარაქი ვთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ 1 ქილა მოუხარშავი შესქელებული რძე, ვანილი და ვთქვიფოთ მანამ, სანამ მოცულობაში ცოტა არ მოიმატებს. დავუმატოთ 200–250 გრამი არაჟანი და ცოტა ხანს კიდევ ავთქვიფოთ ისე, რომ არ აგვეჭრას.

ნამცხვარი იწყობა შემდეგი წესით:
პირველ სამ ფირფიტას წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ მოხალული და წვრილად დაჭრილი მიწისთხილი ან ნიგოზი. მეოთხე ფირფიტას კი ზევიდან მოვასხათ შოკოლადის მინანქარი და მოვაყაროთ დარჩენილი მიწისთხილი.

"ანიუტას" თუ საღამოს მოვამზადებთ, დილისთვის კრემი ფხვიერ ფირფიტებს კარგად გაუჯდება.


შოკოლადის მინანქარი ანუ სარკალა:


2 სუფრის კოვზი კაკაო, 1 ჭიქა შაქარი და 5 სუფრის კოვზი რძე კარგად ავურიოთ, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე/როგორც ყავა/. გადმოვდგათ, ცხელსავე დავუმატოთ 150 გრამი კარაქი და კვლავ კარგად მოვურიოთ. როდესაც შეგრილდება, შეგვიძლია მოვსარკლოთ ჩვენი ნამცხვარი.

ტკბილად მიირთვით და წარმატებებს გისურვებთ კულინარიულ ასპარეზზე.

ქეთი გულისაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42