პერმის მმაჩ-ის ბიუროს თანამშრომელმა 11 სექტემბერს ახალშობილი ლუციფერ კონსტანტინეს ძე მენშიკოვი დაარეგისტრირა. ბავშვის დედამ, ნატალია მენშიკოვამ სოციალურ ქსელში შვილის დაბადების მოწმობა გამოაქვეყნა.
„თუ არ მოეწონება,14 წლის ასაკში სახელს შეიცვლის, მაგრამ ენდომება კი ასეთი მფარველისგან თავის დაღწევა?“- დაწერა ახალგაზრდა დედამ კომენტარებში.
რუსულ მედიაში ლუციფერის დედის მცირე ინტერვიუც გავრცელდა:
„მე და ჩემი ქმარი სატანისტები ვართ, მე მინდოდა რომ ლუციანი დამერქვა შვილისთვის, მას ლუციფერი, მე ძალიან მძიმე მშობიარობა მქონდა და აღთქმა დავდე, თუ ბავშვი გადარჩებოდა მას ლუციფერს დავარქმევდი“
მმაჩის ბიუროს თანამშრომლებმა ახალგაზრდა მშობლების გადარწმუნება სცადეს და მათ ურჩიეს რომ ბავშვისთვის უფრო ტრადიციული სახელი დაერქვათ, მაგრამ ახალგაზრდა მშობლებმა გადაწყვეტილება არ შეცვალეს.
რუსეთში მოქმედი კანონით ბავშვს სახელის შეცვლა 18 წლამდე მხოლოდ მშობლების თანხმობით შეუძლია.
მასალის გამოყენების პირობები






