_საქართელოს წინაშე დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევები და პრობლემები, როგორც საერთაშორისო ასევე საშინაო კუთხით. მთავარი არის ის, რომ საზოგადოებაში იყოს სრული კონსენსუსი და განცდა იმისა, თუ რა მიმართულებით მიდის ქვეყანა. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში მთავარი იდეა ქვეყნის განვითარების არის დაკარგული. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო იდეა. რომ გადავხედოთ წარულს, 2003 წლამდე ჩვენ სახელმწიფო როგორც ასეთი, შიეძლება ითქვას, რომ არ გვქონდა, იყო რაღაც წარმონაქმნი, რომელსაც ჰქონდა რაღაც ნიშნები სახელმწიფოსი - ქვეყანას ჰქონდა გადასახადები, პრეზიდენტის ინსტიტუტი... მაგრამ ეს არ იყო სახელმწიფო. 2003 წლის შემდეგ სახელმწიფოს მშენებლობის განხორიცელებაში მთავარი როლი შეასრულა საერთო ქართულმა იდეამ. ზოგს ეს მოსწონდა, ზოგს - არა, მაგრამ იყო იდეა, რომლის გარშემოც მიდიოდა სახელმწიფოს მშენებლობა. როცა იდეაზე ვსაუბრობ, ეს იყო ინტეგრაცია ევროკავშირში, ეს იყო საქარველოს დაბრუნება ევროპულ ოჯახში.
_ევროპულ ოჯახში დაბრუნებაზე ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც საუბრობს...
_მიუხედავად იმისა, რომ არსებული მთავრობა ადასტურებს თავის მზადყოფნას ევროინტეგრაციისა და ნატოში შესვლისთვის, გარდა განცხადებებისა და იმ ინერციისა, რომელიც არსებობს სააკაშვილის პრეზიდენტობიდან მოყოლებული, კონკრეტული იდეა ან კონცეფცია იმისა თუ რას ვაკეთებთ ჩვენ საქართველო, ხალხისთვსი არის გაუგებარი და არც არსებობს. 2012 წლის შემდეგ საქართელოს ხელისუფლება გვერდზე გადგა და საერთოდ გაეთიშა სახელმწიფო იდეოლოგიის ჩამოყაიბებას.
სახელმწიფო იდოლოგია არის ნებისმიერი სახელმწიფოს და მისი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. სახელწმიფო იდეოლოგია გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებს, გერმანიას, საფრანგეთ, ისრაელს და ა.შ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არსებობს სახელმწიფო ინტერსები და გეოპოლიტიკური ხედვა, თუ სად უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ, ახლა ჩვენი მთავრობა არის მოშორებული ამ პროცესს და ვერ დამისახელებთ ვერცერთ ნაბიჯს, რომელიც შიდა ბაზარზე არის გადადგმული იმისათვის, რომ განმტკიცედეს სახელმწიფო იდეოლოგია. ამ უნიათო პოზიციამ გამოიწვია ის, რომ ხალხი, რომელიც ქადაგებდა საბჭოთა კავშირის აღდეგნას, პრორუსულ ორიენტაციას, კვლავ წამოყო თავი. რა თქმა უნდა საქართველოს უმრავლოსბამ 75%-მა რეფერენდუმზე გამოთქვა სურვილი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე. რა თქმა უნდა დღესაც კვლევები იგივეს აჩვენებს, მაგრამ სამწუხაროდ იყო და ქვეყანაში ახლაც არის 25%, რომელიც იყო ორიენტირებული რუსეთზე და რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ამას ღიად არ აფიქსირბდა, რადგან ეს არი იყო საზოგადოების მხრიდან ტოლერანტულად მიღებული. ამ 75%-ის უკან ყოველთვის იდგა სახელწმიფო და მისი იდეოლოგია, დღეს სახელმწიფო გაქრა და ამ 25%-მა არამარტო თავი წამოყო, არამედ ცდილობს პრურუსული და საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეოლოგია თავს მოახვიოს სხვა ადამიანებს. მე მინდა მკაფიო პარალელი გავავლო 1921 წელთან, ვისაც ისტორია წაკითხული აქვს, ყველამ იცის, რომ 1921 წელს რუსეთის არმია როცა შემოვიდა საქართველოში, ბოლშევიკებს უმარვლესობა არ ჰქონდათ. მაგალთად, როცა რუსეთში ბოლშევიკური რევოლუცია მოხდა, არც მაშინ ჰქონდათ მათ უმრავლესობა, მაგრამ ისინი იყვნენ ორგანიზებული და ამაში მსოფლიო ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ ბოლშევიკების მოსვლა ხელისუფელბაში მხოდა იმის გამო, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იყო პასიურ მდგომარეობაში და გარდა ამისა, მთავრობა ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას.
_გარდა იმისა, რომ სახელმწიფო და ხელისულება უნდა ქმნიდეს სახელმწიფო იდეოლოგიას, ხომ არ არის პრობლემა თავად იმ საზოგადოებაშიც, რომლის 75% მომხრეა დასავლური ინტეგრაციის, იქნებ თავად ეს საზოგადოებაა უმოქმედო?
_ჩვენ რეალობას უნდა შევხედოთ თვალებში, ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ და ეს არ არის მათი ბრალი, არის გადართული საყოფაცხოვრებო პრობელემების მოგვარებაზე - უმუშევრობა, სოციალური პრობლემები. ბავშვების გაზრდა, ოჯახის გამოკვება - ანუ ჩვენი საზოგადოება ფიქრობს ამაზე, საიდან არჩნოს ოჯახი და როგორ გაიტანოს თავი ამ რთულ პერიოდში. აქედან გამომდინარე, როცა საზოგადოება არის კონცენტრირებული ამ პრობლემების გადაწყვეტაზე, მას აქვს თავისი სამოქალაქო პოზიცია, მაგრამ პრიორიეტეტების შკალაში ეს უფრო ქვემოთ არის, ვიდრე საყოფაცხოვრებო პრობლემები.
_გასაგებია, მაგრამ სამოქალაქო სექტორი სად არის ამ დროს, იგივე პოლიტიკოსები...
_ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც სახელმწიმფო იდეოლოგიის როლი შესუსტდა, უფრო სწორად გაქრდა, სამოქალაქო სექტორიც ხშირ შემთხვევაში პასიურობს და დაკავებულია სხვა თემებით. ბევრმა, ჩემი აზრით არასწორედ, ჩათვალა, რომ ვინაიდან 75% მხარს უჭერს ნატოს, საკითხი დამთავრებულია, თუმცა ეს ასე არ არის, განსაკუთრებით ასე არ არის მაშინ, როცა ჩვენ გვყავს მეზობლად რუსეთი. აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის, რომ რუსეთის ფედერაციაში შექმნილია რუსეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც ფლობს ძალიან დიდ ფინანსურ რესურსებს, რომელიც არის მიმართული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოსყიდვისთვის, პროპაგანდისთვის ადა ა.შ. ჩვენ ვდგავართ იმ საშიშროების წინაშე, როცა სახელმწიფომ დაკარგა თავისი როლი სახელმწიფო იდოლოგიის განვითარების, ამ ფასეულობების დაცვის კუთხით, ასეთ დროს ბევრი არა, მაგრამ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ხელი გაექცევათ რუსული ფულისკენ, რუსეთი ამას არც მალავს და ღიად აკეთებს, ღიად აფინანსებს ჯგუფებს, რომლებიც მოახდენენ რუსულ აგიტაციას.
_როგორ უნდა აღვუდგეთ ამას წინ?
_სწორედ ამისთვის არის მნიშვნელოვანი მსგავსი ტიპის ღონისძიებები, როგორიც იყო რამდენიმე დღის წინ, როცა ნატოს სამეკავშირეო ოფისში შეიკრიბნენ არასამთავრობოები, ექსპერტები და პოლიტიკოსები და დაიწყო საუბარი იმაზე, რომ უნდა შეიქმნას საერთო პლატფორმა, რომელსაც ვერავინ გადაუხვევს და რომელიც ამუშავებს როგორც სახელწმიფო იდეოლოგიას, ასევე ამუშავებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. დღეს მსფოლიოში არის ძალიან ბევრი პრობლემა, დაწყებული პალესტინით დამთავრებული არქტიკით. აქედან გამოდინარე, ბუნებრივია, რომ საზოგადოების ყურადღება არ იქნება აქტიურად მიმართული რასაც ჰქვია რუსეთს იდეოლოგიურ ექსპანსიისკენ. ამიტომ, თუ ჩვენ თავად არ დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და თუ თავად არ ავამუშავეთ სახელწმიფო იდეოლოგია, დამერწმუნეთ, ეს 25% რომელიც ეხლა მოდაში შემოვიდა, და რომლებიც სააკაშვილის მმართველობის პირებებში ხმას ვერ იღებდნენ, დღეს ღიად დემონსტრაციებს ატარებენ და ღიად საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთი რა კარგია საქართელოსთვის... თუ მონობდა კარგია და თუკი ამისთვის დაიღუპა ათასობით ქართველი ბრძოლაში, მაშინ ან მე არ მესმის არაფერი, ან მე არ ვარ ამ საზოგადოების წარმომადგენელი. მაინც არ მგონია, რომ მონობა ვინმეს უნდოდეს, თუმცა ორი ტიპი არსებობს ასეთი ადამიანების, ერთი, რომელსაც ფული უნდა და სულ არ აინტერსებს ჩვენი შვილების მომავალი და არის ხალხი, რომელსაც აქვს ცრუ რწმენა რუსეთს მიმართ. ამიტომ ჩვენ, ეს 75% უნდა გავერთიანდეთ, რომ არ მივცეთ შესაძლებლობა რუსეთს, თავისი ინტერსები გაიტანოს ამ ქვეყანაში, არ მივცეთ საშუალება რუსეთს, რომ შექმნას ახალი კოლონა, რომლის შექმნის მცდელობასაც დღეს ყველა ვხედავთ.
_როგორც თქვენ აღნიშნეთ, რუსეთი აფინანსებს ასეთ ორგანიზაციებს, ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს არის ,,ეფ-ეს-ბეს“ ფული...
_ამაზე სამწუხაროდ არ საუბრობენ სამართალდამცავი ორგანოები, ყველა ჩუმად არის. ერთადერთი, რამაც ჩვენ გადაგვარჩინა არის ის, რომ აქ რუსეთი საელჩო არ არის.
_რაც გულისხმობთ?
_რუსეთის ფედერაციაში არის შექმნილი რუსეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც ფლობს უზრმაზარ ფინანსურ რესურს, რომლის ამოცანაც არის, საელჩოს ეგიდის ქვეშ დააფინანსონ. ვინაიდან აქ არ არის საელჩო, მაგამ ჩემი ინფორმაციით ეხლა ეძებენ რაღაც გზებს, რომ დააფინანსონ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ამათ არ აქვთ პრობლემა რომ დააფინანსონ კონკრეტული პირები სხვა სატელიტი ქვეყნების მეშვეობით, ეს არის მწარე რეალობა, მე არ ვსაუბრობ რაღაც ჰიპოტეტურ საფრთხეებზე, ეს არის აბსოლუტური რეალობა, ბოლოს და ბოლოს შევხედოთ რა ხდება უკრაინაში, რომელიც ეხლა ეომება რუსეთის რეგულარულ ჯარს, მაგრამ ზუსტად რუსეთს განვითარების სააგენტოს მეშვეობით შედის იქ ფული, რომელსაც დაქირავებულ ბოევიკებს უხდიან და რომელი ფულითაც ხდება იქ იარაღის შესყიდვა. ეს 50 მილიონიან სლავურ ქვეყანას უქნა რუსეთმა, რადგან უკრიანა იყო დაქსაქსული, იანუკოვიჩმა მოსპო სახელმწიფო ინსტიტუტები და ჩვენ 5 მილიონიანი ქვეყანა ვართ, თუ ეხლა არ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, საზოგადოების გაერთიანება იმ პლატფორმაზე, რომელსაც ჰქვია ევროინტეგრაცია და ნატო, დამიჯერეთ ძალინ ბევრ ადამიანს გაექცევა ხელი რუსულ ფულზე, ბევრ ადამიანზე პროპაგანდა იმუშავებს. სამწუხაროდ, ჩვენმა მთავრობამ დაუშვა, რომ რუსული არხები არის ჩართული, და იმ პროპაგანდისტულ მუშაობას, რაც ხდება რუსულ არხებზე, ბევრი ამას საღად ვერ შეაფასებს და ამ პროპაგანდის მსხვერპლი გახდება და დაიჯერებს, რომ უკრაიენელბი თავის თავს ესვრიან ბალისტიკურ რაკეტებს...
მასალის გამოყენების პირობები






