უფრო ადრე პენტაგონი აცხადებდა, რომ ეს არის მრავალჯერადი გამოყენების უპილოტო ხომალდი, რომელიც შემუშავებულია სადაზვრერვო ამოცანების შესასრულებლად, რომელიც, როგორც წესი, ადრე თანამგზავრების საშუალებით ხორციელდებოდა. თუმცა, თანამგზავრებისგან განსხვავებით, რომელთაც აქვთ შედარებით მოკლე ვადები ფუნქციონირების და შემდეგ ნადგურდებიან ან ტოვებენ ორბიტას, ასეთი ხოლმადი შეიძლება იქნეს გამოყებენული განმეორებით და მოახდინოს მილიარდობით დოლარის ეკონომია.
აპარატ X-37B-ს პირველი გაფრენა განხორციელდა 2010 წელს და მაქსიმალურად იყო შენიღბული და გასაიდუმლოებული. სამხედროებსა და კოსმოსურ ექსპერებს შორის დადის ხმები, რომ ხომალდი არის უნიკალური სადაზვერვო საშუალება, თუმცა მისი უნიკალურობა არ არის მხოლოდ მრავალჯერადი სადაზვერვო ფუნქციის შესრულებაში, მას შესწევს უნარი განახორციელოს დარტყმები მტრულად განწყობილ თანამგზავრებზე და აგრეთვე განახორციელოს კოსმოსური დაბომბვები. აშშ-ს საჰაერო-სამხედრო ძალების სარდლობა ამ ინფორმაციას უკომენტაროდ ტოვებს.
მასალის გამოყენების პირობები






