ამერიკული კომპანია „iSIGHT Partners“-ის კიბერუსაფრთხოების ექსპერტები ირწმუნებიან, რომ რუსმა ჰაკერებმა „bug“-ის გამოყენებით ვინდოუსის ოპერაციული სისტემები გატეხეს , რის შედეგადაც უკრაინის და ევროპის სახელმწიფო უწყებების და „ნატო“-ს კომპიუტერებზე წვდომა მოიპოვეს. მათი ინფორმაციით ჰაკერებმა კონფედენციალური დოკუმენტები მიითვისეს, რომლებიც ახლახან უელსში გამართულ სამიტს ეხებოდა.
უცხოური მედიის ცნობით, საუბარია სახელმწიფოს დახმარებით ორგანიზებულ ორწლიან ჯაშუშურ ოპერაციაზე. მისი შემსრულებლები კი 2009 წლიდან მოქმედებენ. კიბერშეტევის მსხვერპლი რამდენიმე ათეული კომპიუტერი გახდა, რომელიც უკრაინულ მთავრობას, დასავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს, ნატოს და პოლონურ ენერგეტიკულ კომპანის ეკუთვნის
კიბერშეტევის შესახებ ამერიკის მთავრობაც და ნატოც უკვე ინფორმირებულები არიან. კიბერუსაფრთხოების აღნიშნულ კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ჰაკერებმა არაერთი შეცდომა დაუშვეს, რაც მათი გაშიფრვის საფუძველი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






