ბელგრადში პუტინის გამო გამარჯვებისადმი მიძღვნილი აღლუმის ჩატარების თარიღი შეცვალეს
მსოფლიო - 20:31, 14 Oct, 2014     1213

ბელგრადის ფაშისტებისგან გათავისუფლების 70 წლისთავთან დაკავშირებით სერბეთს რუსეთის პრეზიდენტი ეწვევა. სერბეთის დედაქალაქის გათავისუფლების დღე ტრადიციულად 20 ოქტომბერს აღინიშნებოდა, წელს კი საზეიმო ღონისძიებების ჩატარება, სამხედრო აღლუმის ჩათვლით 16 ოქტომბრისთვის დაიგეგმა.

სერბეთის ხელისუფლების მსგავსმა ქმედებამ, მედიაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ისინი ხელისუფლებას პუტინის გამო „ისტორიული კალენდრის შეცვლას“ საყვედურობენ.

თავად სერბეთში კი აცხადებენ , რომ 20 ოქტომბერი ბელგრადის გათავისუფლების კონკრეტულ თარიღად არასოდეს მიიჩნეოდა.

„ბელგრადის გათავისუფლებასთან დაკავშირებული ზეიმი 10-დან 20 ოქტომბრამდე მიმდინარეობს, 20 ოქტომბერი ითვლებოდა უკანასკნელი სამხედრო ოპერაციების დღედ, როდესაც უკანასკნელმა ფაშისტმა დატოვა ქალაქი, 16 ოქტომბერი კი არის , ზუსტად ის დღე, როდესაც ბელგრადის ცენტრი საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს.“ აცხადებს სერბი ჟურნალისტი ნემანია ვრანკოვიჩი.

balkaneu.com-ის ცნობით კი თავდაპირველად აღლუმის ჩატარება 20 ოქტომბერს იგეგმებოდა და 16 ოქტომბრისთვის, სწორედ პუტინის გრაფიკის გამო გადმოიტანეს.

სამხედრო აღლუმი სერბეთში (მანამდე იუგოსლავიაში ) 1985 წლიდან არ ჩატარებულა, წელს დაგეგმილ აღლუმში კი მონაწილეობას 3 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, არტილერია, ტანკები და ავიაცია მიიღებს მონაწილეობას.

euractiv.com-ის ინფორმაციით, ბელგრადში აღლუმზე პუტინის მოსალოდნელმა დასწრებამ დასავლეთის უკმაყოფილება გამოიწვია. სერბეთში აშშ-ს ელჩმა უკრაინის მოვლენების ფონზე , ვიზიტის „არასწორ კონტექსტზე“ გააკეთა ხაზგასმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42