უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი უკრაინის რადას მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავების ოპერაციებს ახორციელებს. როგორც უკრაინული მედია იუწყება სამართალდამცავებმა აქციის 20-მდე მონაწილე დააკავეს, რომლებიც უკრაინის რადის მიმდებარე ტერიტორიაზე არეულობის მოწყობაში არიან ეჭვმიტანილნი.
დღეს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია გაიმართა, გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები რადასგან უკრაინის მეამბოხეთა არმიის აღიარებას ითხოვდნენ.
უკრაინის უმაღლესმა რადამ დღევანდელ სესიაზე უარი თქვა კანონპროექტის განხილვაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლებში "ორგანიზაცია უკრაინელი ნაციონალისტები - უკრაინის მეამბოხეთა არმიის" მიერ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის აღიარებას ეხება.
აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავების და უმაღლესი რადის ადმინისტრაციული შენობის მისამართით მოლოტოვის კოქტეილების და ქვების სროლა დაიწყეს, რის შედეგადაც რადას შენობის ფანჯრები დაზიანდა. შეტაკება მოხდა სამართალდამცველების და აქციის მონაწილეების გარკვეულ ჯგუფს შორის.
დაძაბული სიტუაციის გამო, უკრაინის რადას სპიკერმა დღევანდელი სხდომა გააუქმა.
ამ დროისთვის უმაღლეს რადასთან სიტუაცია შედარებით მშვიდია, ადგილზე დაახლოებით 500 მომიტინგე რჩება.
მასალის გამოყენების პირობები






