უკრაინის უმაღლეს რადასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები უკრაინის რადას შენობაში შეჭრას შეეცადნენ. მომიტინგეები სამართალდამცავებს პეტარდები ესროლეს და ჯოხები ურტყეს, სამართალდამცავებმა დემოსტრატების წინააღმდეგ სპეციალური ხმოვანი მოწყობილობის ტექნიკა გამოიყვანეს და ისინი რეზინის ხელკეტებით მოიგერიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები რადასგან უკრაინის მეამბოხეთა არმიის აღიარებას ითხოვენ.
უკრაინის უმაღლესმა რადამ დღევანდელ სესიაზე უარი თქვა კანონპროექტის განხილვაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლებში "ორგანიზაცია უკრაინელი ნაციონალისტები - უკრაინის მეამბოხეთა არმიის" მიერ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის აღიარებას ეხება.
დაძაბული სიტუაციის გამო, უკრაინის რადას სპიკერმა დღევანდელი სხდომა გააუქმა.
მასალის გამოყენების პირობები






