გატაცებაში ეჭვმიტანილების საქმეზე დღეს სასამართლო იმსჯელებს
სამართალი - 09:45, 14 Oct, 2014     1729

19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცებაზე ეჭვმიტანილებს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მათთვის აღკვეთი ღონისძიების საკითხს განიხილავს.

გვიან ღამით გოთუას ქუჩაზე მდებარე ბინაში, საიდანაც ახალგაზრდას გატაცება მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. გიორხელიძეების ბინაში ამ დროისთვის მისი ნათესავი რჩება, რომელიც ადასტურებს, რომ გატაცება სწორედ ამ ბინიდან მოხდა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

გიორხელიძის მეზობლები წყალტუბოში აცხადებენ, რომ ის თბილისში სასწავლებლად იყო წასული. თუმცა მათ გატაცების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტზე 4 პიროვნება დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ შორის არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა (კუდ-ის) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) ყოფილი თანამშრომლები.

19 წლის გიორხელიძე 10 ოქტომბერს ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს. შს სამინისტროს ცნობით, გამტაცებლები გიორხელიძის ოჯახს გამოსასყიდად 300 ათას დოლარს სთხოვდნენ. გამოძების ინფორმაციით, ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა სახლში მოტყუებით შეაღწიეს და იოსებ გიორხელიძე იარაღის მუქარით გამოიყვანეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42