პროკურორის განცხადებით, კლერენსმა შვილები იმ მიზეზით მოკლა, რომ მათი ტანჯვა დაესრულებინა. მისივე თქმით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ქალი მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც ფსიქიკური აშლილობა განუვითარდა. სასამართლო საბოლოო განაჩენს 14 ნოემბერს გამოაცხადებს. სავარაუდოდ, ქალბატონს ფსიქიატრიულ კლინიკაში გადააგზავნიან სამკურნალოდ.
შემთხვევა მიმდინარე წლის აპრილში მოხდა, ლონდონში აღმოჩენილი იქნა სამი ბავშის გვამი. მათი დედა ტანია კლერენსი დაკავებული იქნა, როგორც შვილების გაგუდვაში ეჭვმიტანილი. მკვლელობის მომენტში, კლერენსის მეუღლე ბანკირი გერი კლერენსი უიარის რესპუბლიკაში სამსახურეობრივ მივლინებაში იმყოფებოდა. ბავშვები დეგენერაციული დაავადებით - ზურგის კუნთების ატროფეით იყვნენ დაავადებულნი. ექიმის განმარტებით, ბავშები 5 წელზე მეტს ვერ იცოცხლებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






