გიგა გიორგაძე: განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი 532 ადამიანი გათავისუფლდა
სამართალი - 15:47, 29 Dec, 2012     849


მისი განცხადებით, "პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი 532 მსჯავრდებული გათავისუფლდა"
"ბოლო პერიოდში ისმის განცხადებები, რომ ამნისტიის შედეგად ნარკორეალიზატორები, ყაჩაღები და ქურდები ტოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს. მინდა, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავდებულთა სტატისტიკა წარმოგიდგინოთ. ეს ბოლო პერიოდს ეხება. პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშულის ჩამდენი 532 ადამიანი გათავისუფლდა, მძიმე დანაშაულისთვის – 723 ადამიანი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულითვის კი – 289 ადამიანი. ამ მუხლებში, რის გამოც აღნიშნული პირები დაკავებულები იყვნენ, არის საკმაოდ ისეთი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშულებები, როგორიცაა – მკვლელობა, მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ანუ ადამიანის გატაცება, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა. მაგალითად, პრეზიდენტის შეწყალების შედეგადად, ყაჩაღობის მუხლით გასამართლებულმა 94-მა მსაჯვარდებულმა დატოვა ციხე. აქვე არის, ნარკოტიკული დანაშაულებებითვის, ანუ სსკ 260-ე მუხლით, მათ შორის, ამ მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ ნივთიერებებისთვის არიან მსჯავდებულები, ასეთი გათავისულებულია 407 მსჯავრდებული. აქვე საინტერესოა, სსკ 223-ე პრიმა მუხლით გათავისუფლებული, ეს არის ქურდული სამყაროს წევრობა და პრეზიდენტის შეწყალებით, ამ მუხლით გასამართლებულმა 2-მა პირმა დატოვა საპატიმრო. ჩვენ ზოგადად გათავისუფლებას არ ვაკრიტიკებთ. ბუნებრივია, ადამიანი, რა დანაშაულისთვისაც არ უნდა იხდიდეს სასჯელს ეს არ ნიშნავს, რომ მან მთელი ცხოვრება უნდა გაატაროს საპატიმროში, თუ ამისთვის შესაბამისი სანქცია არ არის, მაგრამ, როდესაც ამნისტიაზე კეთდება აპელირება, რომ ამის შედეგად ნარკორეალიზატორები, ტოვებენ ციხეებს, ჩვენ პარალელურად წარმოგიდგენთ იმ სტატისტიკას, თუ რა დანაშაულებებისთვის იწყალებს პრეზიდენტი მსჯავრდებულებს. ასევე პრეზიდენტის შეწყალების შედეგად ძალიან ბევრი წლის ჩუქებაც მოხდა", - განაცხადა გიორგაძემ.


 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42