ნავთლუღის სპეც-ოპერაციის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 17 ოქტომბერს ჩაინიშნა. დღევანდელ პროცესზე გაირკვა, რომ მოსამართლე 4 დღის შემდეგ იმსჯელებს განაჩენის გამოტანაზე.
სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით დღეს უკვე წარსდგა დაცვის მხარე, 17 ოქტომბერს კი დასკვნით სიტყვას ბრალდება იტყვის.
დღევანდელი სხდომის შემდეგ დაცვის მხარის ადვოკატმა რომეო საჯაიამ პროკურორის გამოსვლას "ასავალ-დასავალის სტატია" უწოდა და აღნიშნა რომ ბრალდება მუდმივად ცდილობს პოლიტიკური ნიშნით შექმნილი დოკუმენტით მოახდინოს საზოგადოებაზე ზეგავლენა, რომ თითქოს რაღაც დანაშაულს ქონდა ადგილი.
პროკურორ ნინო აღლემაშვილის მტკიცებით სასამართლოზე კიდევ ერთხელ წარადგინეს გარემოებები „მტკიცებულებებითა და არგუმენტების თანხლებით, რომელიც ნამდვილად იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს. ჩვენ მხოლოდდამხოლოდ ამ განაჩენს ველით, ყველა ბრალდებულის მიმართ“, - აცხადებს ნინო აღლემაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






