ავსტრალიის ხელისუფლების წარმომადგენელმა ხელმძღვანელმა, ჯო ჰოკიმ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დიდი ოცეულის სამიტს დაესწრება.
"ვესაუბრე რუსეთის ფინანსთა მინისტრს. მან დამიდასტურა, რომ პუტინი ბრისბენში ჩანიშნულ შეხვედრას დაესწრება", - აღნიშნა ჰოკიმ. მისი აზრით, გადაწყვეტილება კონსენსუსით იქნა მიღწეული. "დიდი ოცეულის" წევრი ქვეყნების ლიდერები საბოლოოდ G20 სამიტში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მონაწილეობას დათანხმდნენ.
სექტემბრის დასაწყისში, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ავსტრალია სამიტში პუტინის მონაწილეობის დაბლოკვით დაიმუქრა. მოგვიანებით, ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯულია ბიშოპმა განაცხადა, რომ დიდი ოცეულის წარმომადგენლებს არ აქვთ ერთიანი მოსაზრება იმის თაობაზე, უნდა მიიღოს თუ არა პუტინმა მონაწილეობა ნოემბერში დაგეგმილ სამიტში.
სამიტი ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში ნოემბერში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






