ყველაზე საშიში ადგილები დედამიწაზე (ფოტოები)
ეს საინტერესოა - 16:39, 19 Jan, 2017     66856
გველებით სავსე კუნძული; ადგილი, სადაც კედლებიდან თავის ქალები ცვივა; იდუმალებით მოცული შემზარავი სასაფლაო - ასეთი ადგილები თვით ყველაზე ძლიერი ნერვების პატრონსაც კი შეძრავს და შიშით აუტოკებს გულს. მოდით, ვირტუალურად ვიმოგზაუროთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და თვალი გადავავლოთ პლანეტის ყველაზე შემზარავ და საშიშ ადგილებს.

ებრაელების ძველი სასაფლაო პრაღაშიძველი, გადავსებული სასაფლაოები თავისთავად შემზარავია, მაგრამ ეს სასაფლაო მართლაც გამორჩეულია მათ შორის. აქ ადამიანებს ასაფლავებდნენ ოთხი ასეული წლის განმავლობაში (1439-1787 წლები). საკმაოდ მცირე ფართობზე 100 ათასამდე ადამიანია დასაფლავებული, ხოლო 40 ათასამდე მიცვალებული მათ საფლავებზეა ზემოდან დაკრძალული. ძველი საფლავებს მესაფლავეები მიწას აყრიდნენ და მათზე ახალ-ახალ მიცვალებულებს ასაფლავებდნენ. სასაფლაოზე არის ადგილები, სადაც მიწის პატარა მონაკვეთზე 12 იარუსადაა მკვდრები დასაფლავებული. დროთა განმავლობაში ჩაწოლილი მიწა აჩენდა ძველი საფლავების ქვებს, ერთმანეთზე მიწყობილს, რაც ძალიან შემზარავ შესახედაობას აძლევდა აქაურობას.






დაკიდებული კუბოები საგადაში (ფილიპინები)
იგოროტის ტომის ხალხები საუკუნეების განმავლობაში თავიანთ მიცვალებულებს მარხავდნენ კუბოებში, რომლებსაც კლდეებზე ჰკიდებდნენ. ეს ხალხი თვლიდა, რომ ასეთ მდგომარეობაში მიცვალებულის სული უფრო ახლოს იყო ღმერთთან და თავის ოჯახსაც კარგად ადევნებდა სიმაღლიდან თვალს. მაგრამ რეალობასთან უფრო ახლოა ის ფაქტი, რომ ამ წესის გამოყენებით იგოროტები აკეთებდნენ მიწის ეკონომიას, რომელიც ისედაც მცირე რაოდენობით ჰქონდათ და ამჯობინებდნენ მასზე მოსავალი მოეყვანათ, ხოლო სასაფლაოდ მწირი კლდეები გამოეყენებინათ.






პრიპიატი, უკრაინათუ რა მოჰყვა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას 1987 წელს, ეს ყველა თქვენგანისათვის კარგადაა ცნობილი, ამიტომ აქ კომენტარები ზედმეტია.







"თოჯინების კუნძული", მექსიკამიუხედავად ერთი შეხედვით უწყინარი, სახალისო სახელწოდებისა, ხედი, რომელიც კუნძულზე იშლება, სუსტი ნერვების პატრონებისათვის ნამდვილად არაა.
ამ ეგზოტიკურ კუნძულზე ფეხის დადგმისთანავე თქვენ ნახავთ უამრავ დამახინჯებულ თოჯინას, რომლებიც თითქმის ყველა ხეზე ჰკიდია. ამაში ბრალი მხოლოდ ერთ ადამიანს მიუძღვის-დონ ჯულიან სანტანას-განდეგილს, რომელმაც მიატოვა ოჯახი მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ თოჯინებით აევსო ეს კუნძული. დონ ჯულიანი თოჯინებით კუნძულის დასახლებას მთელი 50 წლის მანძილზე აგრძელებდა. ამბობდნენ, რომ ამ უცნაური საქმიანობისაკენ ჯულიანს უბიძგა ტრაგედიამ - მის თვალწინ პატარა გოგონა არხში დაიხრჩო, ჯულიანმა ვერ შეძლო მისი შველა და გოგონას სულის დასამშვიდებლად სანტანამ შექმნა ის, რასაც დღეს "თოჯინების კუნძული" ჰქვია. ეს არის საოცრად შემზარავი და ჟრუანტელისმომგვრელი ადგილი, სადაც დამახინჯებული თოჯინები თითოეულ თქვენს მოძრაობას თვალს ადევნებენ და გამოციებული, უსიცოცხლო თვალებით იყურებიან.






კუნძული ხაშიმა, იაპონია

ნგრევის ხარისხის მიხედვით ხაშიმა სულაც არ ჩამოუვარდება ჩერნობილს. ეს არის მეშახტეების ძველი დასახლება, დაარსებული 1887 წელს. როდესაც აქ ქვანახშირის მარაგი ამოიწურა, ქალაქი დახურულად გამოაცხადეს და ხალხი სხვა ადგილებში გადაასახლეს, რის შემდეგაც აქაურობა ქალაქ-მოჩვენებას დაემსგავსა. ეს მოხდა 1974 წელს.






ადამიანის ძვლებით აშენებული სამლოცველო, პორტუგალია

ეს სამლოცველო აგებული იქნა XVII საუკუნეში 5 000 ადგილობრივი ბერის ძვლებისაგან. შესასვლელზე გაკეთებული წარწერა გვამცნობს: "ჩვენი ძვლები, რომლებიც აქააა, ელოდებიან თქვენს ძვლებს". სამლოცველოს შიგნითა კედელზე დაკიდებულია ორი ჩონჩხი, რომელთაგან ერთ-ერთი ბავშვისაა.






სამხედრო ჰოსპიტალი კემბრიჯში, ინგლისი
ეს ჰოსპიტალი ფუნქციონირებდა 1878-1996 წლებში. ქალაქის ხელმძღვანელობამ მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც შენობის კედლებში ჯანმრთელობისათვის საშიში აზბესტი აღმოაჩინეს.






"თვითმკვლელების ტყე", იაპონიააოკიგახარა (თვითმკვლელების ტყე)ძალზე პოპულარული ადგილია იაპონიაში თვითმკვლელებისათვის და იგი აქ ჩადენილი სუიციდის შემთხვევების პროცენტული რაოდენობით მეორე ადგილზეა მსოფლიოში (პირველ ადგილზე სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭის ხიდია). ყოველწლიურად ტყეში 70-დან 100-მდე მიცვალებულს პოულობენ, რომლებმაც სიცოცხლეს თავად გაუსწორეს ანგარიში.







სახლი-ძეგლი ბუზლუჯის მთაზე, ბულგარეთი

ბულგარეთის კომუნისტური პარტიის სახლი-ძეგლი ბოლომდეა განადგურებული. მოპარულია ყველა ელექტროსადენი და შიგა და გარე მოპირკეთების ფილები, რომლებიც დამზადებული იყო მარმარილოს, გრანიტის, ვერცხლის, ოქროს, ლაბრადორის, ბრინჯაოს და სხვა ძვირფასი ქვებისა და ლითონებისაგან. აქ შესულ ადამიანს შიში და ძრწოლა იპყრობს ირგვლივ გამეფებული შემზარავი სიტუაციის გამო.







მიტოვებული ფსიქიატრიული საავადმყოფო პარმაში, იტალიათუ თქვენ გგონიათ, რომ მიტოვებული ფსიქიატრიული საავადმყოფო არც ისე საშიშია, მაშინ გაემგზავრეთ პარმაში და მოინახულეთ ეს ადგილი. შენობის ისედაც საშინელ შესახედაობას სიმძაფრეს უმატებს ბრაზილიელი მხატვრის ჰერბერტ ბაგლიონის უცნაური, შემზარავი ნახატები და ჩრდილები როგორც შენობის კედლებზე, ასევე მის იატაკზე.






ძვალთშესალაგი სედლეცში, ჩეხეთისედლეცის გოთური სამლოცველო მთლიანად მოპირკეთებულია ადამიანის ძვლებით და თავის ქალებით. სამლოცველოს მოპირკეთებაზე 40 ათასამდე ადამიანის თავის ქალა გამოიყენეს.







წმინდა გრიგორის ეკლესია, ჩეხეთიეს ეკლესია მიტოვებული იქნა 1968 წელს მას შემდეგ, რაც ლოცვის და გალობის დროს ჩამოიქცა მისი სახურავი. სკულპტორ იაკუბ ხარდავას მიერ დამატებული მოჩვენება- სკულპტურები ამ ადგილს კიდევ უფრო შემზარავს და შიშისმომგვრელს ხდის.







პარიზის კატაკომბებიუკვე 200 წელზე მეტია პარიზის ცენტრში, კერძოდ კი მის მიწისქვეშეთში განისვენებს 6 მილიონზე მეტი ადამიანის ნეშტი, რომლებიც აქ გადმოიტანეს ქალაქის სასაფლაოდან მე-18 საუკუნის დასასრულს. ახლა ეს ადგილები მიტოვებულია და აქ აკრძალულია ტურისტების შესვლა, მხოლოდ მის მცირე ნაწილში ფუნქციონირებს მუზეუმი.






"ჯვრების მთა", ლატვია
ჯვრების იდუმალ მთაზე, სადაც უამრავი ლიტვური ჯვარია აღმართული, მათი რაოდენობა 50 000-ს აჭარბებს. მიუხედავად გარეგნული მსგავსებისა, ჯვრების მთა სასაფლაოს არ წარმოადგენს. ჯვრებს აქ ეზიდებოდნენ ხალხში გავრცელებული მითის გამო, რომლის მიხედვითაც ის, ვინც მთაზე ჯვარს აიტანდა, ბედნიერი და წარმატებული იქნებოდა.






"გველების კუნძული", ბრაზილია

კუნძული, რომლის სახელწოდებაა Ilha de Queimada Grand, შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ეგზოტიკურ კუნძულად დედამიწაზე, მაგრამ ადგილობრივმა მოსახლეობამ მას სხვა სახელი უწოდა-
"გველების კუნძული". სწორედ აქ არის გავრცელებული მსოფლიოში ყველაზე საშიში შხამიანი გველების სახეობები, მათ შორის Golden Lancehead, რომლის შხამი რამოდენიმე წამში კლავს ადამიანს. კუნძულმა იმდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომ ხელისუფლებამ ის აკრძალულად გამოაცხადა და იქ შესვლის უფლება არავის არ აქვს.
კიდევ ერთი სტატისტიკა: კუნძულის ერთ კვადრატულ მეტრზე დაახლოებით ხუთი შხამიანი რეპტილია მოდის. "გველების კუნძული" სამართლიანად იკავებს პირველ ადგილს მსოფლიოს ყველაზე საშიშ კუნძულთა სიაში.




წყარო - intermedia.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42