თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანია „დომინუსის“ გენერალურ დირექტორს გიორგი გურულს და მასთან ერთად დაკავებულ გია პირველაშვილს აღკვეთ ღონისძიებად 50-50 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
მოსამართლე, ვახტანგ მრელაშვილმა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით.
განხილვა სასამართლოში სამ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. დაცვის მხარე ორივე დაკავებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.
სხდომაზე ადვოკატებმა წარადგინეს აუდიომტკიცებულებები, რომელიც გიორგი გურულის დაკავების პროცესს ეხებოდა.
ადვოკატ გაგა მოსიაშვილის განცხადებით, გურულის დაკავებისას დაირღვა პროცესუალური ნორმები, კერძოდ, დაკავებულს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეცა ადვოკატებთან გასაუბრების შესაძლებლობა და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო ოჯახის წევრებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






