ბენდუქიძის დაფუძნებულმა ცოდნის ფონდმა 9 მილიონ ლარად და 8 მილიონი ლარის ინვესტიციების ვალდებულებებით ქონება შეიძინა, სადაც ამჟამად აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტებია განთავსებული. ფონდმა 2 წლის განმავლობაში უნივერსიტეტებში მრავალმილიონიანი ინვესტიცია ჩადო და საინვესტიციო ვალდებულებები გადაჭარბებით შეასრულა. ამ ყველაფერს აუდიტის სამი სხვადასხვა კომპანია(მათ შორის ორი საერთაშორისო ორგანიზაცია) ადასტურებს.
სარჩელი სამინისტროსგან ბენდუქიძის მიერ ჩადებული ინვესტიციის აღიარებასა და ხელშეკრულების პირობების შესრულების დადასტურებას ითხოვდა.
მიმდინარე წლის მარტში პროკურატურამ დაკითხვა უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე და რექტორი ლაშა გოცირიძე დაიბარა. გარდა ამისა, 2013 წლის მარტში, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა, რასაც სტუდენტებისა და საზოგადოების საპროტესტო აქციები მოჰყვა. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 2013 წლის, 26 მარტს აღუდგინეს. საბჭომ უნივერსიტეტის მოთხოვნა გაითვალისწინა და აკრედიტაცია წყვეტის გარეშე, 25-ივე პროგრამაზე აღადგინა.
მასალის გამოყენების პირობები






