ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია „დომინუსის“ დირექტორი, გელა გურული თანხის მითვისების გამო დააკავა.
უწყების ინფორმაციით, ის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეა დაკავებული.
„ბრალდებულების დაკავება ორი შემთხვევაში ხდება: ერთი, როცა თვითონ ძალოვანი უწყება წყვეტს დაკავებას და მეორე, როდესაც გამჭვირვალობის მაღალი ხარისხისთვის და კითხვის ნიშნების მოხსნისთვის სასამართლოს მიმართავს, რომ სასამართლომ გადაწყვიტოს. ამ შემთხვევაში სასამართლომ იმსჯელა და მისი განჩინების საფუძველზე მოხდა დაკავება," - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
„ის აშენებდა სტადიონს ზესტაფონში და ამ სტადიონის მშენებლობის პროცესში თანხის მითვისებასთან დაკავშირებით არის დაკავებული,“ - განმარტავს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. თუმცა, ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რა ოდენობის თანხის მითვისებაზე საუბარი.
მასალის გამოყენების პირობები






