Facebook-ზე დამოკიდებულების 6 მიზეზი - როგორ გავუმკლავდეთ მათ?
შენი რეპორტაჟი - 20:33, 10 Oct, 2014     5827

დღევანდელ სამყაროში სოციალური ქსელების (მათ შორის ყველაზე პოპულარული Facebook–ის) მუდმივი მოხმარება უკვე ნორმალურ მოვლენად ითვლება, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. აქედან გამომდინარე, ხშირია ის უსიამოვნო ფაქტებიც, როდესაც ადამიანები სხედან ერთად და საუბრის ნაცვლად იხედებიან თავიანთ ელექტრონულ მოწყობილობებში: სოციალურ ქსელებში ამოწმებენ მეგობრის „სტატუსებს“, აქვეყნებენ პირად ამბებს ან ზოგადად, მიმოწერა აქვთ...

რა თქმა უნდა, ხუმრობა იმის შესახებ, თუ როგორაა ესა თუ ის ადამინი დამოკიდებული სოც. ქსელზე, რომ იგი არაფერს აკეთებს და უსაქმურია, დამეთანმებით, ძალიან ადვილი სათქმელია, მაგრამ ცოტა თუ აცნობიერებს იმას,რომ მაგ.Facebook–ზე დამოკიდებულებამ შესაძლოა ძალიან ცუდი სახე მიიღოს და საკმაოდ სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას, მის ყოველდღიურ ურთიერთობებს.


2012 წელს „ბერგენის უნივერსიტეტის“ მკვლევარებმა საზოგადოებას გააცნეს „Facebook–ზე დამოკიდებულების შკალა“, რომელიც 1–დან 5–მდე აფასებდა Facebook–თან დაკავშირებულ ადამიანის ქცევებს (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1 ნიშნავდა „ძალიან იშვიათს“, ხოლო 5 შესაბამისად – „ძალიან ხშირს“) .ამ შკალის მიხედვით, რაც უფრო მეტს დავაგროვებთ ანუ რაც უფრო მივუახლოვდებით 5–ს, მით უფრო დამოკიდებული ვართ სოციალურ ქსელებზე.

ქვემოთ მოცემულია ის 6 ქცევა, რომელიც, „ბერგენის უნივერსიტეტის“ მკვლევარების თქმით,ადამიანს Facebook-თან აკავშირებს:

1. ვხარჯავთ დიდ დროს Facebook-ზე ფიქრით

2. ხშირად გვიჩნდება იმის სურვილი,რომ რაც შეიძლება მეტად გამოვიყენოთ Facebook

3. ვიყენებთ Facebook–ს იმისთვის,რომ დავივიწყოთ ჩვენი ყოველდღიური პრობლემები

4. ხშირად ვეცადეთ Facebook–ის გაუქმებას და მასზე თავის დანებებას, მაგრამ უშედეგოდ

5. როცა Facebook–ს არ ვიყენებთ, ისეთი გრძნობა გვაქვს, თითქოს რაღაც გვაწუხებს და გვტანჯავს, მოსვენებას არ გვაძლევს

6. ისეთი სიხშირით ვიყენებთ Facebook–ს, რომ მან უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩვენს სამუშაოზე/სწავლაზე.

„ბერგენის უნივერსიტეტის“ მკვლევარები ასევე ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ადამიანები, რომლებიც არიან ყოველდღიურობით შეწუხებულები, სევდიანები ან მორიდებულები, ძალიან ხშირად იყენებენ სოციალურ ქსელებს. სავარაუდოდ ეს ფაქტი იმით აიხსნება,რომ ასეთი ადამიანებისთვის პირისპირ ურთიერთობასა და შეხვედრაზე ბევრად ადვილია ვირტუალური ურთიერთობები და ვირტუალურ გარემოში ყოფნა. ამის გარდა, აღსანიშნავია ის ფსიქოლოგიური მომენტიც, რომელიც სოციალურ ქსელებში ყოფნის დროს გვაკარგვინებს დროის კონტროლს და გვიბიძგებს იმისკენ, რომ უფრო და უფრო მეტი დრო დავხარჯოთ უსარგებლოდ, უფრო და უფრო მეტი „დავალაიქოთ“, უფრო და უფრო მეტი დრო დავხარჯოთ მიმოწერაში...

ექსპერტების უმეტესობა თანმხდება შემდეგ მოსაზრებაში: „სოციალურ მედიასთან დამოკიდებულება – ეს ფაქტი ხაზს უსვამს ადამიანის პრობლემებს პირად ცხოვრებაში“.

„შინაგანად რა მიზანი ამოძრავებს ადამიანს, როდესაც ხშირად „პოსტავს“ სოციალურ ქსელებზე? ეს არის ერთგვარი მცდელობა მარტოობისგან გაქცევისა. ეს არის ერთგვარი მცდელობა ცხოვრებისეული პრობლემებისგან გაქცევისა. ამ ქცევით „სოც.ქსელზე დამოკიდებული“ ხაზს უსვამს შემდეგს: მას სურს, რომ ცოტა ხნით მაინც დაივიწყოს თავისი სატკივარი და „გული გადააყოლოს“ მეგობრების კომენტარებს, მათთან ვირტუალური დიალოგების გაბმას“, - წერს „ნიუ–იორკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ პროფესორი, ვილი შექერი.

საბოლოოდ, თუ ფიქრობთ, რომ ხართ სოციალურ ქსელზე დამოკიდებული, გაეცანით ქვემოთ მოყვანილ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ამ სენის განკურნებაში და სამუდამოდ გააქრობს თქვენს დამოკიდებულებას:

  • დაუწესეთ ლიმიტი საკუთარ თავს.

პირველ რიგში,აიღეთ დღიური და გამოთვალეთ, თუ რა დროს ხარჯავთ სოც. მედიაზე ყოველდღიურად. როდესაც შედეგები შემაძრწუნებელი იქნება, უკვე მზად იქნებით, რომ საკუთარ თავს დაუწესოთ სოციალური მედიის ლიმიტი (FACEBOOK–ლიმიტი). ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო იქნება, თუ ელექტრონულ მოწყობილობებს თქვენგან მოშორებით დადებთ ან საერთოდ გამორთავთ, მაგ. იმ დროს, როდესაც მეცადინეობთ, მუშაობთ ან უკვე დაძინებას აპირებთ.

  • სოც.მედიის აპლიკაციების უარყოფა.

საჭიროა Facebook–ის აპლიკაციის წაშლა მობილურიდან და მისი გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერის/ლეპტოპის საშუალებით. ეს მოგცემთ იმის საშუალებას, რომ არ გადაუხვიოთ თქვენ მიერ დასახულ დღიურ გეგმას, დააწესოთ ერთგვარი საზღვარი თქვენსა და სოციალურ მედიას შორის.

  • დროის კონტროლი.

„პირველ რიგში, გამორთეთ მობილური და კომპიუტერული მოწყობილობები 6 საათის განმავლობაში და დაჰპირდით საკუთარ თავს, რომ ამ 6 საათის გასვლის შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ 30 წუთი „შეიხედავთ“ სოციალურ ქსელში. გამოიყენეთ მაღვიძარა იმისთვის, რომ ზუსტად 30 წუთის შემდეგ შეწვიტოთ Facebook–ის მოხმარება, მომენტალურად გამოხვიდეთ თქვენი Facebook–ის ვებ–გვერდიდან და ამის შემდეგ დრო დაუთმოთ წიგნების კითხვას, ფილმებს ან იმ საქმიანობას, რომელიც ყველაზე მეტად განიჭებთ სიამოვნებას. ასეთ რეჟიმში თუ გააგრძელებთ, საბოლოოდ იგრძნობთ, რომ თურმე დღეში ნახევარი საათიც საკმარისია სოციალური ქსელებისთვის, ხოლო დანარჩენ დროს კი უფრო მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმობთ“, გვირჩევს დევიდ ლოვბრიჯი, ცნობილი ონლაინ–კონსულტანტი მარკეტინგის სფეროში.

  • ყურადღებით მოვეკიდოთ სოც.ქსელების ზეგავლენას ჩვენს ცხოვრებაზე.

“აუცილებელია შეადგინოთ სია შემდეგი თანმიმდევრობით: ჯერ უნდა დაიწეროს 3 პრობლემა, რომელიც მოაქვს Facebook–ის მუდმივ გამოყენებას პირადად ჩვენთვის და ამის შემდეგ კი უნდა ჩამოიწეროს ის 3 პოტენციური სარგებელი, რომელსაც მოგვიტანს სოციალურ ქსელთან ურთიერთობის მკვეთრად შემცირება. როდესაც სია უკვე გამზადებული გვექნება, აუცილებელია ის გამოვაკრათ ან დავდოთ ჩვენთვის თვალსაჩინო ადგილას, მაგალითად, სამუშაო მაგიდაზე. სწორედ ეს მოკლე სია იქნება ერთგვარი სიმბოლო, სიმბოლო იმისა, თუ რას ვაკეთებთ ცუდად და რა უნდა გამოვასწოროთ“, აღნიშნავს ფსიქოლოგი და მწერალი, ჯონათან ალბერტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42