ებოლას ვირუსზე საქართველოში 21 ადამიანს აკვირდებიან
ჯანმრთელობა - 13:30, 10 Oct, 2014     2813

ებოლას ვირუსზე საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსულ 21 პირს აკვირდებიან. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, მათი უმეტესობა ნიგერიიდან ჩამოვიდა, სადაც ებოლას ვირუსის რამდენიმე ათეული შემთხვევა გამოვლენილი. იმნაძის თქმით მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს და ამ მხრივ საგანგაშო არაფერი ხდება.

„ებოლას ვირუსი ძირითადად სამ ქვეყანაშია გავრცელებული- ლიბერიაში, სიერა ლეონეში და გვინეაში, ამიტომ ჩვენს მოსახლეობას ვურჩევთ, თუ გადაუდებელი და აუცილებელი საქმე არ აქვთ, თავი შეიკავონ ამ ქვეყნებში გამგზავრებისგან. იქ მყოფებს კი ვურჩევთ, აუცილებლად დაიცვან ჰიგიენა, თავი აარიდონ სისხლთან, სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან და ცხოველებთან კონტაქტს.“-აცხადებს იმნაძე.

მისი თქმით, აეროპორტში კონტროლი გამკაცრებულია და ყველა ვინც ჩამოდის იმ ქვეყნებიდან სადაც ებოლას ვირუსი დაფიქსირდა , მკაცრ კონტროლზეა აყვანილი.

“სახლში არიან, თუმცა ჩვენ პერიოდულად ვეკონტაქტებით და ვიგებთ, რომ თავიც არ წამოსტკივდეთ, დაკვირვების ქვეშ 21 დღის განმავლობაში გვყავს“- აღნიშნავს პაატა იმნაძე.

ებოლას ვირუსი მძიმედ მიმდინარე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ადამიანებში ხშირად ლეტალური შედეგით მთავრდება. ებოლას ვირუსი პირველად აღმოჩენილი იქნა 1976 წელა კონგოს რესპუბლიკაში, მდინარე ებოლასთან.

დაავადების სიმპტომია ორგანიზმიდან სისხლდენა, ებოლას ვირუსის გავრცელება ხდება პირდაპირი გზით დაავადებული ადამიანის ბიოლოგიური სითხეების მეშვეობით (სისხლი,შარდი,განავალი,ნერწყვი და სხვა გამონადენი). ებოლა არ ვრცელდება ჰაერით, საკვებით და წყლით. ინკუბაციური პერიოდი ინფიცირებიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე შეადგენს 2-21 დღეს.

დაავადების ბუნებრივი რეზერვუარი უცნობია, ებოლას გადამტანებად მიიჩნევიან ღამურები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42